Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წარმართული პერიოდიდან მომდინარე სახალხო დღესასწაული 'ვარდობა' და საჩხერის სოფელი ღოდორა რუბრიკაში 'ჩემი იმერეთი'

topnews.com.ge

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საინტერესო სოფლის შესახებ გიამბობთ.


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოდორაში, წმინდა გიორგის ეკლესიის მიდამოებში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული ,,ვარდობა“, რომელიც სხვადასხვა ვერსიის თანახმად, ვარდობის თვეს უკავშირდება და წარმართული პერიოდიდან მომდინარეობს. თუმცა საერო დღესასწაული ყოველწლიურად მოძრავია და პეტრე-პავლობის მარხვის დასაწყისს ემთხვევა. საერო დღესასწაულში უამრავი ხალხი ერთვება. იმართება სახალხო აქტივობები: დოღი, ქართული ჭიდაობა, ხდება აქაური ფესვების მქონე გვარების: ტეფნაძეების, ხარაიშვილების, ტაბატაძეების, ტალახაძეების საერთო საერო შეკრება და დალოცვა. ამ სოფლიდან აღნიშნული გვარების წარმომადგენლები სხვადასხვა ტერიტორიებზე არიან განსახლებულები და ყოველწლიურად ცდილობენ თავიანთი წინაპრების ცხოვრების ადგილები კიდევ ერთხელ მოინახულონ.

სოფელი ღოდორა ზემო იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, მდებარეობს მდინარე ძირულას ხეობაში, მის მარცხენა მხარეს. ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელი ლიჩი, სამხრეთით _ სოფელი ვაკისა. დასავლეთით _ სოფელი ლიჩი და მდინარე ძირულას ხეობა, აღმოსავლეთით ლიხის ქედის დასავლეთი ფერდობი ტყის უზარმაზარი მასივით.
სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ძირულას მარცხენა შენაკადის ღოდორულას ხეობაში, სიმაღლე ზ.დ. 750 მეტრი, ხოლო მაქსიმალური ადგილია, უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, სოფლის ტყის ტერიტორიაზე ზ.დ. 970 მეტრი. სოფლის ცენტრის სიმაღლე ზ. დ. 800 მეტრია.
სოფელი ღოდორა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება ხეობის გაყოლებით საშუალოდ 2-3 კმ-ზე, ხოლო, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ტყის მასივის ჩათვლით, დაახლოებით 5-6 კმ-ზე.

ღოდორა შედის ჭალოვნის თემში, მანძილი ცენტრამდე 7 კმ-ია, ხოლო მანძილი ღოდორადან ქალაქ საჩხერემდე 41 კილომეტრია, ღოდორას მოსახლეობის რაოდენობა 2007 წლისათვის შეადგენდა 60 კომლი 200 სული მცხოვრებით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით კი 197 მაცხოვრებელი იყო, აქედან 96 იყო კაცი, ხოლო 101 მაცხოვრებელი იყო ქალი. სოფელში არ არის საჯარო სკოლა, სკოლით სარგებლობს სოფელ ლიჩში, მანძილი სკოლამდე 5 კმ-ია. სოფელ ღოდორაში გავრცელებული გვარებია: ტეფნაძე, ხარაიშვილი, ტაბატაძე, ტალახაძე, კუსიანი, ლომიძე, მაჭარაშვილი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სოფელში არის აქაური გვარის წარმომადგენელი დასახლებული, რომელთა უმრავლესობა დღესაც არ ივიწყებს წინაპართა ფუძეს.

სოფლის ტერიტორიაზე არის XIX საუკუნეში რესტავრირებული წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძარი, ტაძარს აქვს გალავანი შემოვლებული, ეკლესიის მახლობლად არსებული ნანგრევები და ძველი საფლავის ქვები ადასტურებენ რომ, ამ ტერიტორიაზე რამდენიმე საუკუნის წინ იყო უძველესი ტაძარი, რომელიც რამდენიმეჯერ გადაკეთდა.

სოფელ ღოდორას აღმოსავლეთით 6 კილომეტრის მოშორებით არის უბანი დედაბერა, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინათ მჭიდროდ დასახლებული სოფელი იყო, მოსახლეობის ინტენსიური მიგრაციის გამო დღეისათვის აქ მუდმივი მოსახლეობა არ შეინიშნება.


ნანახია: 1599-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
ამ დასახლებას უახლოეს მომავალში გაივლის რაჭის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზა, რომელიც გამოაცხოცლებს ამ ტერიტორიას.
ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს იმერეთის რეგიონის საინტერესო ადგილების შესახებ მასალების გამოქვეყნებას.
რუბრიკა 'ჩემი იმერეთი' ამჯერად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საინტერესო ობიექტის შესახებ გიამბობთ.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამინდი