ქუთაისში, უსახლკარო ოჯახებისათვის აშენებულ საცხოვრისში არსებული დარღვევებით სამართალდამცავები დაინტერესდნენ
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, უსახლკარო ოჯახებისათვის აშენებულ საცხოვრისში არსებული დარღვევებით სამართალდამცავები დაინტერესდნენ

თარიღი : 6-06-2018, 15:48 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მშენებლობის საქმეს სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან. ამის შესახებ განცხადებას ქალაქის მერია ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალურ საცხოვრისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ ხარვეზები გამოავლინა, რის გამოც საქმეს სამართალდამცავები შეისწავლიან.

"ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნით სოციალურ საცხოვრისში არსებული დეფექტების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების ნუსხის შემუშავების მიზნით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 მარტის N592 ბრძანებით შეიქმნა კომისია. კომისიის რეკომენდაციით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ეთხოვა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტს საექსპერტო მომსახურების გაწევა ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში არსებულ დეფექტებთან დაკავშირებით.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 5 ივნისის N5003352518 დასკვნით, ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში იკვეთება მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს დამატებით მოკვლევას კომპეტენტური ორგანოების მიერ და ,შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადაიგზავნება სამართალდამცავ ორგანოში. ასევე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „სანო“-ს მოეთხოვა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ხარვეზების მაქსიმალურად მცირე დროში აღმოფხვრა. შპს „სანო“-ს მიერ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის უგულველყოფის შემთხვევაში მერიის მიერ გატარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები," - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ნიკეას ქუჩაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისში გასულ წელს ის ოჯახები შეასახლეს, რომლებიც ქალაქის ხელისუფლებისგან საცხოვრებლებით უზრუნველყოფას ითხოვდნენ, თუმცა შესახლებიდან რამდენიმე თვეში ოჯახებმა ტერიტორიის დატოვება მოითხოვეს იმ მიზეზით, რომ სოციალური საცხოვრისი ავარიულ იყო და მობინადრეების სიცოცხლისათვის საფრთხეს ქმნიდა.


ნანახია: 694-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებული დასკვნა გაასაჯაროვა.
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გასულ წელს აშენდა. ხუთსართულიან შენობაში 80-მდე ის ოჯახია განთავსებული, რომელთაც
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში განთავსებული 80-მდე ოჯახი შენობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და
აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ კორპუსი ავარიული და ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემების წინაშ დგებიან.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში განთავსებული 80-მდე ოჯახი შენობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, 6 თებერვალს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უსახლკარო პირთა
გენერალ შავლეგ ტაბატაძეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20 აგვისტოს იმერეთის გუბერნატორად დაასახელებს.
ეს ის პერიოდია, როცა თითქმის ყველანაირი ხილია შემოსული და ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია ფერისცვალების დღესასწაულზე, წირვის შემდგომ მათი კურთხევისა, რაც
გარემოს ეროვნული სააგენტო 24 სათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და 112-თან ერთად და მოსალოდნელ მეტოეროლოგიურ

ამინდი