Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში საკონცერტო დარბაზის აშენებას ითხოვენ

თარიღი : 30-05-2018, 00:10 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში საკონცერტო დარბაზის აშენებას ითხოვენ. ქალაქში არსებული მუსიკალური სკოლების დირექტორების განმარტებით, აღნიშნულ ფუნქციას ნომერ მეორე სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზი და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ითავსებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ბავშვებს, რომლებიც მუსიკალურ სასწავლებელში ცოდნას იღებენ, ცოდნის წარმოჩენის შესაძლებლობა თითქმის არ ეძლევათ.

"დამოუკიდებელი ტიპის საკონცერტო დარბაზი ეს არის ფილარმონიული საკონცერტო ცხოვრების განვითარების კიდევ ერთი საშუალება. ეს არის საკონცერტი ცხოვრების გაღვიძების, დინამიზაციისა და აყვავების კიდევ ერთი საშუალება. დღეისათვის ამ ფუნქციას ქუთაისის #2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზი და ოპერეისა და ბალეტის თეატრი ითავსებენ. საკონცერტო დარბაზის აშენების შემდეგ კი მოხდება ერთგვარი დიფერენციაცია, სკოლების შემოქმედებითი ცხოვრების, ქალაქის საოპერო თეატრის შემოქმედებითი ცხოვრების და პარალელურად ფილარმონიული ტიპის საკონცერტო ცხოვრების. საკონცერტიო დარბაზის არსებობა, ოპერის არსებობა, გალერეის არსებობა განსაზღვრავს ნებისმიერი ქალაქის კულტურულ დონეს," -ამბობს ქუთაისის #2 სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი ნინო დოღონაძე.

საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის უკან მდებარე ტერიტორიას სთავაზობს ადგილობრივ თვითმმართველობას სასწავლებლის დირექტორი მანანა კიკაბიძე. მას დიდი იმედი აქვს, რომ სკოლის 100 წლის იუბილეზე სექტემბერში პროექტი დაანონსდება მაინც.

ქუთაისში საკონცერტო დაბაზის მშენებლობის იმედს ვერ იძლევა ააიპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათ გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში. ჯუღელის განმარტებით, მისთვის პრობლემის შესახებ ცნობილია და ქუთაისში საკონცერტო დარბაზის არ არსებობა მისთვისაც მტკივნეულ თემას წარმოადგენს, თუმცა მისივე თქმით, პროექტი დიდი თანხებთანაა დაკავშირებული, რისის საშუალებაც ამ ეტაპზე ქალაქს არ აქვს.


ნანახია: 1232-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განახლებული სამუსიკო სკოლა ერთ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას.
100 წლის ისტორიის მქონე სამუსიკო სასწავლებელს არ აქვს შესაბამისი სტანდარტების მქონე საკონცერტო დარბაზი, სადაც სკოლის
აღნიშნული ვარსკვლავი სამუსიკო სკოლამ ჟანრობრივი მრავალფეროვნებისა და ნოვატორული ექსპერიმენტისათვის დაიმსახურა.
Topnews.com.ge ოპერის ახალი ხელმძღვანელის მიერ გავლილ პროფესიული და პირადი გზის შესახებ ინფორმაციას გაგაცნობთ.

ამინდი