Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2800 ლარის ეკონომია წელიწადში?! - რას ურჩევს ექსპერტი ქართველ მძღოლებს?

თარიღი : 29-05-2018, 20:48 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის ავტომობილი არა მხოლოდ კომფორტთან და გადაადგილების საშუალებასთან, არამედ ხარჯთანაც ასოცირდება, მით უმეტეს, საცობების გადამკიდე.

ინტერნეტში უამრავ მასალას ნახავთ, თუ როგორ გავხადოთ ავტომობილი უფრო ეკონომიური და ეკოლოგიური, თუმცა საკამათოა, რამდენად სანდოა ეს რჩევები. ამიტომ მივმართეთ ექსპერტ დავით ჩახტაურს:

- საწვავის ხარჯი ჩვენი თანამოქალაქეების ჯიბეს სერიოზულად ურტყამს. ამიტომ, თუ ფულის დაზოგვა გვინდა, უნდა განვსაზღვროთ, რა ტიპის საწვავი გვიჯობს. მძღოლებს ვურჩევ, ბუნებრივი აირის საწვავით ისარგებლონ.

ჩვენს ქვეყანაში სულ 180-მდე ბუნებრივი აირის გასამართი სადგურია. ავტომობილს, რომელიც 100 კმ-ზე საშუალოდ 10 ლიტრ ბენზინს წვავს, ამავე მანძილის დასაფარად დაახლოებით 12 ლიტრი თხევადი გაზი დასჭირდება, ხოლო ბუნებრივი აირი კი მხოლოდ 9 მ3-ს; ანუ, თუ დღეს ბენზინით (1 ლიტრი - 2,20 ლ) ავტომობილი 100 კმ-ს 22 ლარით გაივლის, თხევადი გაზით იმავე მანძილის დასაფარად 14,50 ლარი დასჭირდება (1ლიტრი - 1,20 ლ), ხოლო ბუნებრივი აირით მხოლოდ 12,50 ლარი (1მ3 - 1,39 ლ). როგორც ხედავთ, ეკონომია ბენზინთან 9,5 ლარია და თუ მძღოლი თვეში საშუალოდ 2.500 კმ-ს გადის, ბუნებრივი აირით 237 ლარს დაზოგავს, ეს კი წელიწადში 2.800 ლარია.

- დღევანდელი ტარიფებით რა ჯდება ავტომობილის ბუნებრივ აირზე გადაყვანა?
- 1.000-დან 2.000 ლარამდე, ძრავის მოცულობისა და ავტომობილის მოდელის მიხედვით.

- ამბობენ, ბუნებრივი აირი ძრავას აფუჭებსო.

- პირიქით და ამას მარტივად ავხსნი: ვინაიდან ძრავაში ბუნებრივი აირი ბოლომდე იწვება, იგი დგუშებზე, სარქვლებსა და სანთლებზე ნამწვს არ ტოვებს. განსხვავებით თხევადი გაზისგან, რომელსაც კაუჩუკი მოჰყვება, და ბენზინისა, რომელსაც მოჰყვება ტყვია, გოგირდი და სხვა ნივთიერებები, რომლებიც ძრავის ნაწილებს აბინძურებენ. ამით ძრავის გამძლეობა მცირდება, ხოლო სარემონტო ხარჯი იზრდება. გარდა ამისა, ბუნებრივი აირი გაცილებით თანაბრად იწვის. შესაბამისად, ძრავაც გაცილებით უხმაუროდ და უპრობლემოდ მუშაობს. ბუნებრივი აირი ასევე არ აუარესებს ძრავის ზეთის თვისებებს და ზეთი გაცილებით დიდხანს ძლებს. ეს კი, რა თქმა უნდა, მძღოლისთვის დამატებითი ეკონომიაა. რაც შეეხება ეკოლოგიას, ბუნებრივი აირი დღესდღეობით ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწვავად ითვლება. იგი არ აბინძურებს ჰაერს. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილს 9-ჯერ ნაკლები გამონაბოლქვი აქვს, ვიდრე ბენზინზე მომუშავეს. მისი გამონაბოლქვი არ შეიცავს არც გოგირდს და არც ტყვიას. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების პარკის გაზრდით, შემცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია, რაც დედაქალაქში ეკოლოგიურ სიტუაციას საგრძნობლად გამოასწორებს.

ბუნებრივი აირი ორჯერ მსუბუქია ჰაერზე. ამიტომ მანქანის გამართვისას ან ავტომანქანის საბარგულის ახდისას, ის მყისიერად იფანტება ჰაერში, რაც გამორიცხავს ფეთქებად, საფრთხის შემცველ ნაზავის წარმოქმნას, თხევადი გაზი კი ჰაერზე გაცილებით მძიმეა და საბარგულში გუბდება. ვინაიდან ბუნებრივი აირის აალების ტემპერატურა ბენზინისა და თხევადი გაზის აალების ტემპერატურაზე მაღალია, მას მინიჭებული აქვს უსაფრთხოების ყველაზე მაღალი, მე-4 კლასის მაჩვენებელი, მაშინ როცა ბენზინის უსაფრთხოების მაჩვენებელი 1 საფეხურით დაბლაა, ხოლო თხევადისა კი მთელი 2 საფეხურით.

bpn.ge


ნანახია: 1059-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მეზობელ სოფლებს შორის, საყულია ერთადერთი სოფელია, რომელსაც ბუნებრივი აირი არ აქვს.
სამტრედიის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბუნებრივი აირის შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
მისი განმარტებით, ეს გამოწვეული იქნება მხოლოდ და მხოლოდ კურსის ცვალებადობით.
გუმათის დასახლებაში 8159 გ/მ საშუალო წნევის მაგისტრალის მშენებლობა განხორციელდა,
გათხევადებული საწვავის მიმართ ინტერესი გაცილებით დიდია, ვიდრე 3-4 წლის წინ იყო.
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ბუნებრივი აირი უკვე არსებობს, ბუნებრივი აირის შესაყვანად გზა გადათხარეს.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი