Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნუ შემოუშვებთ თქვენს სახლებში სიმსივნეს ზესტაფონის მერის სახით,'- მოწოდება ზესტაფონის მოსახლეობას

თარიღი : 29-05-2018, 15:20 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ მოქალაქეებთან ერთად, ზესტაფონში კამპანია-"ამხილე მახათაძე" დაიწყო.

გოგლიჩიძემ დღეს, ჭანტურიას ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატები გააკრა. მისი თქმით, აღნიშნულ პლაკატებზე ნაჩვენებია, მერის მიერ ბიუჯეტის ფულით შექმნილი კომფორტი. მისივე თქმით, კახაბერ მახათაძე გეგმავს, რომ სილიკომანგანუმის ნარჩენების მოპოვების მიზნით, ჭანტურიას ქუჩა გადათხაროს და პროცესი ქუჩის რეაბილიტაციის სახელით აწარმოოს. მანვე მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მერს ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება არ მისცენ.

"ეს ადამიანი რაც მოვიდა ზესტაფონში, პირად კომფორტზე ზრუნვის მეტი არაფერი გაუკეთებია. მოიწყო საკუთარი კაბინეტი, სადაც 4000 ლარზე მეტი ღირებულების მაგიდა შეიძინა. ახალ ტენდერია გამოცხადებული 4 100 ლარის ღირებულების კარადის ყიდვაზე. მფარველობს მის გარემოცვას, რომლებიც ქერქულ ნარჩენებს მოიპოვებენ. ახლა აპირებს ჭანტურიას ქუჩის გადათხრას. ზესტაფონში ისედაც რთული მდგომარეობაა ჰაერის დაბინძურებისა და ონკოლოგიური დაავადებების კუთხით და მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ გააქტიურდნენ და ნუ შემოუშვებენ სახლებში კახაბერ მახათაძეს სიმსივნის სახით," - ამბობს გიორგი გოგლიჩიძე.

ზესტაფონის მერიაში ბრალდებებს უსაფუძლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ცილისწამებისათვის რეაგირებას მოახდენენ.


ნანახია: 1329-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის საკრებულოს უმრავლესობას მუნიციპალიტეტის მერის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისაკენ მოუწოდებენ.
ზესტაფონის მერობის კანდიდატს კახაბერ მახათაძეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
ზესტაფონის საკრებულოს წევრი 'პატრიოტთა ალიანსი'-დან გიგა გაბრიჭიძე ზესტაფონის მერს კახაბერ მახათაძეს ბიუჯეტის თანხების
ზესტაფონში, მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ზესტაფონის მერიის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ მერი მუნიციპალიტეტის საზიანოდ მოქმედებს და თანამდებობა უნდა
ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე სოფელ ზედა საქარის, ცხრაწყაროსა და კვალითის დასახლების მოსახლებას შეხვდა.
ქუთაისის ყველაზე მსხვილი უფასო სასადილო ხვალიდან ბენეფიციარებს ვეღარ მიიღებს. 650 ადამიანი კი სავარაუდოდ, საკვების გარეშე დარჩება.
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის

ამინდი