Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი შესაძლოა ქუთაისის არაშენებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი გახდეს?

თარიღი : 28-05-2018, 20:31 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორი შესაძლოა განათლების მინისტრის მოადგილე და ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი თეიმურაზ მურღულია გახდეს.

როგორც ქუთაისის პოლიტიკურ წრეებში აცხადებენ, აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუბერნატორის პოსტზე თეიმურაზ მურღულიას კანდიდატურა განიხილება.

იმერეთის მხარის რწმუნებულის (გუბერნატორის) პოსტზე მოიაზრება განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, რომელსაც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა უჭირავს. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ხომ იცით რომელია?," - ამბობს ქუთაისის საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველო"-დან ამირან ძოწენიძე.

"არარსებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის გუბერნატორად დანიშვნა ცოტა სასაცილოა. დიდი საქმე მაგ ადამიანს არც ტექნოლოგიურში აქვს და გუბერნატორი თუ გახდება, არც აქ მოემატება. ვფიქრობ, რომ საერთოდ გასაუქმებელია გუბერნატორის ინსტიტუტი," - ამბობს "გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.

თეიმურაზ მურღულია ჯერ არაშენებული ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორად გასული წლის ივნისში დაინიშნა. ის საუნივერსიტეტო ქალაქის, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას მართვის ორგანოების არჩევამდე შეასრულებს. პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ კომპლექსის უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც წარმართავს კომპლექსის საქმიანობას, ამზადებს მას ავტორიზაციის/აკრედიტაციის გასავლელად, წარმოადგენს კომპლექსს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს კომპლექსის სახელით.

იმერეთის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სამწლიანი საქმიანობის შემდეგ, გივი ჭიჭინაძემ პარლამენტში, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით გადაინაცვლა. რაც შეეხება თეიმურაზ მურღულიას, მისი სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:

დაბადების თარიღი: 1975 წლის 26 აპრილი

განათლება:
ეკონომიკური და სოციალური კვლევითი სახელმწიფო ინსტიტუტი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი - 1999-2002 წ.

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის დარგში - 1991-1996 წ.

სამუშაო გამოცდილება:


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო - მინისტრის პირველი მოადგილე - 2014 ივლისი - 2016 ნოემბერი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მინისტრის მოადგილე - 2014 აპრილი - 2014 აგვისტო;

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი - აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე - 2013 აპრილი - 2014 ივლისი;

ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრი (CEPR) - მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დირექტორი - 2011 სექტემბერი - 2013 აპრილი;

საკანონმდებლო გაძლიერების პროგრამა ერაყის პარლამენტში - ბიუჯეტის და ზედამხედველობის ჯგუფის ხელმძღვანელი - 2010 დეკემბერი - 2011 აგვისტო;

ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრი (CEPR) - მდგრადი განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი - 2008 ივნისი - 2010 დეკემბერი;

საქართველოს პარლამენტი - საბიუჯეტო ოფისის დირექტორი - 2006 აპრილი - 2008 ივნისი;

საქართველოს პარლამენტი - პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე - 2005 ივლისი - 2008 ივნისი;

საქართველოს პარლამენტი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - 2005 აპრილი - 2006 აპრილი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - 2004 დეკემბერი - 2005 მარტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი -2002 დეკემბერი - 2004 ნოემბერი;

საქართველოს ეროვნული ბანკი - მეორადი ბაზრის სექტორის უფროსი - 2001-2002 წ.;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინა - იმერეთის სამხარეო სამმართველოს დირექტორის მოადგილე - 1999-2001 წ.;

საქართველოს ეროვნული ბანკი, იმერეთის სამხარეო სამმართველო - წამყვანი ეკონომისტი - 1995-1999 წ.;

ჩინი:

საჯარო სამსახურის პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი - 2005 წ.;

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალ გუბერნატორთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

ახალი ამბების სააგენტო TOPNEWS.COM.GE ინფორმაციას თავად თეიმურაზ მურღულიასთან გადამოწმებას ცდილობს, რასაც უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.


ნანახია: 1651-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ცნობილია, ქუთაისში გეოლოგიური სამუშაოები უკვე დასრულდა. განაშენიანების გეგმაზე მუშაობა კი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა,
იმერეთის რეგიონში პირველი პირის პოსტი 4 თვეა ვაკანტურია.
topnews.com.ge იმ ვაკანტური თანამდებობებს გთავაზობთ, რომელზედაც კონკურსი გამოცხადდა.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
რომელშიც ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
'კლინიკა ბომონდი' პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი
პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება.

ამინდი