Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ქართულ-ინდური ინვესტიციით, ჩაის საწარმო გაიხსნა

თარიღი : 25-05-2018, 18:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, "ბიზნესინკუბატორში," ქართულ-ინდური ჩაის მწარმოებელი კომპანია "სინერჯი ცხრა" გაიხსნა. კომპანიის გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და აფახაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩაის მწარმოებელი საწარმოს გახსნაზე ასევე ჩამოსული იყო ინდური მხარე. ჯოუსტინა დუბე კოუდჰარის თქმით, ჩაი ერთადერთი მიმართულება არაა, რა მიმართულებითაც ისინი ქართულ მხარესთან თანამშრომლობას გეგმავენ.

„ეს ჩვენი მეოთხე ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. ბოლო ვიზიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ალუ გამახირიასთან ერთად შეგვექმნა ჩაის მწარმოებელი კომპანია "სინერჯი 9". ახალი კიდევ რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით გვაქვს ბიზნეს იდეები. გვინდა მონაწილეობა მივიღოთ ჩაის რეაბილიტაციის პროექტში და ჩავერთოთ საქართველოს მთავრობის საგრანტო პროგრამაში. იმედია ამის შემდეგ დავაინტერესებთ სხვა ინდოელ ინვესტორებსაც, რომლებიც ნახავენ რომ მთავრობა დაინტერესებულია ადგილზე ბიზნესის განვითარებით. ასევე, გვყავს პარტიორები, რომლებსაც სურვილი აქვთ გახსნან ქარხანა, რომელიც თევზეულზე დაფუძნებულ საკვებს გამოუშვებს. აი ამ თემებით ვართ დაინტერესებული და ვისაუბრეთ კიდეც ადგილზე მთავრობის წარმომადგენლებთან. დავათვალიერეთ შესაბამის ადგილებს და განვიხილავთ შანსებს," - განაცხადა ჯოუსტინა დუბე ჩოუდრიმ.

სამომავლოდ კომპანია მოგების 10%-ის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მოხმარებას გეგმავს.


ნანახია: 767-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამაში შეიძლება ჩაერთოს ბენეფიციარი ნებისმიერი მუნიციპალიტეტიდან, სადაც შემორჩენილია ჩაის
მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს აგრძელებენ.
ქუთაისში, ქართულ-ინდურ მეტალურგიულ საწარმო „ჰერკულესის“ თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.
მძარცველებმა ჩაის სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა და დეკორაციის ნაწილი წაიღეს.
ამ დროისათვის მიმდინარეობს ჩაის პლანტაციის გაწმენდა და გასხვლა. დროებით დასაქმებულია 10 ადამიანი.
წყლის ჭავლმა რამდენიმე წუთით თამაში შეაჩერა.

ამინდი