Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სქაიტელი'-ს ინტერნეტი ქუთაისის ბაზარზე აქციით შემოდის

topnews.com.ge
"სქაიტელი"-ს ინტერნეტი უკვე ქუთაისშია. კომპანია ბაზარზე აქციით შემოდის-ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი მხოლოდ 10 ლარად. სერვისის მომხმარებლები სარგებლობენ ისეთი უპირატესობით როგორიც არის მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარე; საიმედო, სტაბილური და უწყვეტი კავშირი; როგორც კომპანიის დირექტორი არჩილ ხოჯაშვილი topnews.com.ge-სთან ამბობს ოპტიკური ინტერნეტის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად დაცულია დაზიანებისგან და ამინდის ცვლილებისგან. მისივე თქმით, კომპანიის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალი ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდება, რისთვისაც კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლონოგიებსა და გადაწყვეტილებებს.

"ოპტიკური ინტერნეტი 10მბ 10 ლარად - ეს არის სპეციალური შეთავაზება ქუთაისისთვის. აქციის ფარგლებში ინსტალაცია, რა თქმა უნდა, უფასოა. ჩვენ ამ მოცემულ მომენტში შემოვდივართ ქუთაისში და გვინდა ჩვენს მომხმარებლებს ჰქონდეთ საშუალება აირჩიონ მოქნილი ტარიფები, რომელიც დაბალანსებულია მაღალი სიჩქარით, ხარიხით და მისაღაები ფასებით. ჩვენი ქოლ ცენტრი კვირაში 7 დღის განმავლობაში მუშაობს და მზად არის უპასუხოს თითოეული მოქალაქის ზარს დილის 10:00 საათიდან საღამოს 10 საათამდე," - ამბობს Skytel-ის დირექტორიარჩილ ხოჯაშვილი.

ხოჯაშვილის თქმით, კომპანიის ტექნოლოგიური ბაზა ეფუძნება მსოფლიოს წამყვანი ბრენდების (Cisco, ZyXEL, MikroTik, Ubiquiti) სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რაც მაღალხარისხიანი და საიმედო ინტერნეტ მომსახურების გარანტიაა.

აქციის ფარგლებში ჩართული აბონენტი 6 თვე ისარგებლებს აღნიშნული პირობით, შემდეგ კი სტანდარტულ ფასებს დაუბრუნდება. ფასი განისაზღვრება იმ კონკრეტულ პაკეტზე თუ რომელს აირჩევს ესა თუ ის აბონენტი. კომპანია კი მომხმარებელს ოთხი სახის პროდუქტს სთავაზობს: მინი, ეკონომი, სტანდარტი და ტურბო.

R


ნანახია: 919-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამჟამად ახალი პროდუქტის დეგუსტაცია და ლაბორატორიული შემოწმება მიმდინარეობს. ქაბაბი გასაყიდად სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში გამოვა.
'სილქნეტში' აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაცია გათვალისწინებულია სილქნეტის სააბონენტო ხელშეკრულებებში და ეს არ არის ახალი ნორმა.
იმისათვის, რომ ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს, საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება
საპილოტე პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები ფართოზოლოვან ინტერნეტს მინიმალური 2 მეგაბიტი/წამში სიჩქარიდან მიიღებენ.
კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად, 8 აპრილის დილის 10:00
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ინტერნეტის გათიშვის გამო, დასაქმებულებს პრობლემა ექმნებათ.
ელისაშვილის თქმით, ქუთაისში ხალხმა მასობრივად აქციები, რომ გამართოს მხარისა და ქალაქის პირველი პირები იძულებულები იქნებიან, რომ მოსახლოებას 24 საათიანი წყალი
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი