Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც კარგ თარჯიმანს ვეძებთ, პროფესიონალი სინქრონისტი გვჭირდება ან მთელი ღონისძიების ორგანიზება გვსურს?

topnews.com.ge
წლებია საქართველოში წარმატებით საქმიანობენ და მომხმარებლის კომფორტისათვის ყოველწლიურად ახალ სერვისს ნერგავენ. პარტნიორებისა და კლიენტების პატივისცემა, პასუხისმგებლობა და სანდოობა -ის არის, რაც სათარჯიმნო კომპანია NG GEORGIA–ს ყველასათვის სასურველი კომპანიად ხდის.
https://s31.postimg.cc/jdwcbjqgr/image.jpg

პროფესიონალებით დაკომპლექტებული სათარჯიმნო კომპანია NG GEORGIA-ს გუნდი ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს და სხვადასხვა ორგანიზაციას თარგმნით მომსახურებას შემდეგ ენებზე სთავაზობს:

• ინგლისური
• რუსული
• ინგლისურ- რუსული
• გერმანული
• ფრანგული
• ესპანური
• იტალიური
• იტალიურ–ინგლისური.

სათარჯიმნო კომპანია NG GEORGIA-ს თარჯიმნები საქმიანობისას იყენებენ თარგმნითი მომსახურების ისეთ ტიპებს, როგორიცაა:


• სინქრონული
• თანამიმდევრული
• წერილობითი
• ჩურჩულით
• სიტყვა-სიტყვითი
• თავისუფალი თარგმანი.

გარდა ამისა, NG GEORGIA უზრუნველყოფს მთლიანი ღონისძიების ორგანიზებას- აპარატურით, ადგილით, ინვენტარითა და კვებით.

კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნინო გელენიძე ამბობს, რომ თავის დროზე კომპანიის დაფუძნება ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყიტა, რადგან ბაზარზე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, არ არსებოდა კომპანია, რომელიც მომხმარებლისთვის სრული პაკეტის და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას შეძლებდა.
https://s33.postimg.cc/yogt2cx4v/image.jpg
„ბოლო წლებში, ერთის მხრივ, სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარებამ – ბრენდული სასტუმროები, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები – და მეორეს მხრივ, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურებამ, როგორიცაა ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, USAID, NATO, EBRD, UNICEF და მრავალმა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბებამ გამოიწვია მაღალკვალიფიციურ სინქრონისტ–თარჯიმანთა საჭიროება. როდესაც მაღალბიუჯეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთი პროექტის ფარგლებში საქართველოში ატარებენ ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებს, ასეთი შეხვედრების დროს ადგილობრივი საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად აუცილებელია მიმდინარებდეს თარგმნა, თანაც რამდენიმე ენაზე ერთდროულად – ინგლისურ–რუსული, იტალიურ–ინგლისური, ინგლისურ–თურქული და ა.შ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თარგმანი უნდა მიმდინარეობდეს სინქრონულად ანუ არ უნდა მოხდეს არც ერთი წუთის დაკარგვა. სწორედ დღეს შექმნილმა ვითარებამ გვიბიძგა იმისკენ რომ ერთის მხრივ საქართველოში არსებული მაღალპროფესიული მთარგმნელ–თარჯიმანთა კადრი და მეორეს მხრივ, არსებული ბაზრის მოთხოვნა ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა და შეგვექმნა ისეთი კომპანია, როგორიც NG GEORGIA-ა,“ - ამბობს ნინო გელენიძე.
https://s33.postimg.cc/fm20sto9b/ng1.jpg
კომპანიის წარმომადგენლის ნანა გორგოძის თქმით, სათარჯიმნო კომპანია თარგმნით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. NG GEORGIA-ას მომსახურებას იყენებენ USAID, Apple, NATO - ს წარმომადგენლობა საქართველოში, ამერიკის საელჩო, ადგილობრივი თვითმმართველობები, ნავთობის კომპანიები (ARGUS), არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები, სამინისტროებიდა უნივერსიტეტები.

სათარჯიმნო კომპანიას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ტელეფონსა და ელექტრონულ ფოსტაზე:

NG Georgia

+995 555 78 17 17
+995 598 66 55 96
ng.georgia7@gmail.com.


ნანახია: 579-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართულ და ინგლისურ ენებზე შექმნილი ინტერნეტ პორტალი უკვე ფუნქციონირებს.
ორი წელია, რაც სადღესასწაულო კომპანია Event House ადამიანების ბედნიერი დღეებისა და ცხოვრების სასიხარულო მოვლენების კიდევ უფრო
კონცერტი 'Check In Georgia'-ს ფარგლებში გაიმართება.
რა პრობლემებზე საუბრობენ ქართველი ემიგრანტები, რას სთხოვენ ქვეყნის ხელისუფლებას და რა პროგრამებს ახორციელებს 'ემიგრაციის
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ქუთაისში არსებული სადღესასწაულო კომპანია Event House აქციას გეგმავს.
ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამა განხორციელდება როგორც ბიზნეს-სექტორში, ასევე, ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებში.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი