Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში ენერგიის დამზოგავი პირველი ველოსიპედი ქუთაისში დაიდგა

თარიღი : 21-05-2018, 18:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, eco   
topnews.com.ge
ენერგიის დამზოგავი პირველი ველოსიპედი საქართველოში ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში დაიდგა.

ველოსიპედების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება ერთის მხრივ გამოიმუშავოს ენერგია და მეორეს მხრივ დამუხტოს ანდროიდის სისტემის მობილური ტელეფონები და გაჯეტები.

იდეის ავტორი და განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგია". როგორც ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამბობს ენერგიის დამზოგავი ველოსიპედების აწყობაზე მუშაობა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება მოსახლეობამ დაინახოს ალტერნატიული ენერგოსაშუალებების მაგალითები და დაფიქრდნენ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა საშუალებებზე. ენერგიის დამზოგავი ველოსიპედებით გვინდა ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ე.წ. "Charging Eco Space"-ის სკვერში სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქტივობები ინტენსიურად გაიმართება," - ამბობს RICDOG გენერალური მდივანი ეკატერინე მარუქაშვილი.

ენერგიის დამზოგავი ველოსიპედების მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში დამონტაჟება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით მოხდა. პრეზენტაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ესწრებოდა. შენგელიას თქმით, აღნიშნული ფაქტი არის ერთ-ერთი ცოცხალი მაგალითი თუ როგორ შეილება ითანამშრომლოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორმა.

"ეს არის ცოცხალი მაგალითი თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ და არასამთავრობო სექტორმა. ამ თანამშრობლობის საფუძველზე დღეს ქუთაისის მაცხოვრებლებს აქვს ენერგიის დამზოგავი ველოსიპედები. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საინტერესო, ადგილობრივებისთვის ბენეფიტის მომტანი იდეების ირგვლივ ვითანამშრომლოთ ამა თუ იმ სექტორის წარმომადგენლებთან," - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ.

სპეციალურად პრეზენტაციისთვის საქართველოში საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაციის 350.ORG-ის რეგიონალური კოორდინატორი სვიტლანა რომანკო ჩამოვიდა.

"თუ გვინდა რეალური ცვლილებები მოვიტანოთ ამ პროცესში ყველა უნდა ჩაერთოს. მჯერა, რომ ენერგიის დამზოგავი ველოსიპედები მოიტანს რეალურ ცვილებებს ქუთაისში. ექნება უფრო მეტი დაინტერესება ადგილობრივებიდან, სამთავრობო და ბიზნეს სექტორიდან და ყოველწლიურად გაიზრდება ენერგიის დაზოგვის საშუალებების მოხმარება პრაქტიკაში. ველოსიპედები არის ნათელი მაგალითი დაინახოს ყველამ თუ რგორ შეიძლება ენერგია დამოუკიდებლად მოიპოვო და დაზოგო ელექტრო ენერგიისთვის გადასახადი თანხა., - განაცხადა სვეტლანა რომანკომ.

ენერგიის დამზოგავი ველოსიპედები RICDOG-მა პროექტის "Сharging Eco Space"-ის ფარგლებში დაამონტაჟა. აღნიშნული პროექტის მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თემს შესაძლებლობა ექნება გამოხატოს თავისი მოსაზრებები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. პარკში განთავსებულ ველოსიპედების სკვერს სიმბოლურად "Charging Eco Space" ეწოდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.

პროექტი "Сharging Eco Space" 350.org-ისა და გლობალური მწვანე გრანტების ფონდის მხარდაჭერით RICDOG-ის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ხორციელდება.


ნანახია: 1225-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იდეის ავტორი და განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი 'თაობათა დიალოგია' (RICDOG).
ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში განთავსებულ ენერგიის დამზოგავ ველოსიპედთან საინფორმაციო სტენდი და ინსტრუქციის დაფები
პროექტის განმავლობაში მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების
კლიმატის წვეულების მიზანი იყო მასში ჩართულ პირებს ყურადღება კლიმატის ცვლილებებზე გაემახვილებინათ.
RICDOG-მა აქციის 'გაუკეთე სიკეთე პლანეტას' ფარგლებში პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა და ცნობილ ადამიანებს წერილები ფოსტით
ელისაშვილის თქმით, ქუთაისში ხალხმა მასობრივად აქციები, რომ გამართოს მხარისა და ქალაქის პირველი პირები იძულებულები იქნებიან, რომ მოსახლოებას 24 საათიანი წყალი
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი