ოჯახში ძალადობის შემთხვევების კუთხით, იმერეთის რეგიონი ერთ-ერთი ლიდერია
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოჯახში ძალადობის შემთხვევების კუთხით, იმერეთის რეგიონი ერთ-ერთი ლიდერია

თარიღი : 21-05-2018, 15:56 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2013-2018 წლებში საქართველოში ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში და კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, რომელიც 2013-2018 წლებში ოჯახში ჩადენილ დანაშაულებს ეხება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანახმად, დანაშაულთა სახეობების მიხედვით ყველაზე მეტი, 6 464 ძალადობის შეთხვევა დაფიქსირდა. 2013-2018 წლებში 172 ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი, ხოლო 89 მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის სტატისტიკურ მონაცემებს რეგიონების მიხედვით, სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი 1779 შემთხვევა თბილისში, 1106 შემთხვევა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, 784 კახეთში, 702 ფაქტი ქვემო ქართლში, 648 შემთხვევა კი აჭარაში დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ყველაზე ნაკლები დანაშაული, კერძოდ, 187 შემთხვევა დაფიქსირდა გურიაში.

IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2015 წლიდან ყოველწლიურად 50%-ით იზრდებოდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა. კერძოდ, 2015 წელს დაფიქსირდა 901 შემთხვევა, 2016 წელს - 1416, 2017 წელს - 2192. 2018 წლის პირველ კვარტალში 1163 შემთხვევა.

IDFI-ს ანგარიშის თანახმად, რაც შეეხება დანაშაულის გახსნას, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც მომხდარი დანაშაულების 90% პოლიციამ გახსნა, 2016 წელს კი ამ მაჩვენებელმა მკვეთრად იკლო და 70%-ს ჩამოსცდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი მცირდით გაუმჯობესდა, 2018 წლის პირველ კვარტალში ოჯახში ძალადობის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი უკვე 60%-ია.


ნანახია: 276-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46 031 შემთხვევა დაფიქსირდა.
სტატისტიკა 2011-2015 წლებს მოიცავს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2015 წელს სულ 29 157 რეგისტრირებული ქორწინება დაფიქსირდა, 2016 წელს კი - 25
რაც შეეხება ქორწინებებს, გასულ წელს საქართველოში 25 101 ადამიანი დაქორწინდა და 2015 წელთან შედარებით ქორწინების რიცხვმა 4 056
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 6 თვეში ქვეყანაში სულ 3 090 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 2 662 მხოლოდ აპრილი-ივნისის
გენერალ შავლეგ ტაბატაძეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20 აგვისტოს იმერეთის გუბერნატორად დაასახელებს.
ეს ის პერიოდია, როცა თითქმის ყველანაირი ხილია შემოსული და ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია ფერისცვალების დღესასწაულზე, წირვის შემდგომ მათი კურთხევისა, რაც
გარემოს ეროვნული სააგენტო 24 სათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და 112-თან ერთად და მოსალოდნელ მეტოეროლოგიურ

ამინდი