Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის 'ტორპედო' შესაძლოა ჩინელმა ინვესტორებმა შეიძინონ

თარიღი : 19-05-2018, 18:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
ქუთაისის "ტორპედოსა" და ჩინელი ბიზნესმენების პარტნიორობა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და უახლოეს პერიოდში გუნდში სოლიდურ ინვესტიციას განახორციელებენ. ინფორმაცია "ლელოსთან" გუნდის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ქუთაისური კლუბის პრეზიდენტმა კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" "ტორპედოთი" დააინტერესა და მოლაპარაკება დაიწყო. მიზანი გუნდის გაძლიერება და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპსა და საქართველოს შიდა ტურნირებზე ღირსეულად გამოსვლაა.

17 აპრილს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ჩინური დელეგაცია ესტუმრა, რომელმაც საღორიას ბაზაც დაათვალიერა და ქალაქის მერიაშიც იმყოფებოდა. მიმდინარე მოლაპარაკებებზე, გეგმებსა და სიახლეებზე "ლელო" "ტორპედოს" პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავას ესაუბრა.

- რა სტადიაშია ჩინურ ჯგუფთან მოლაპარაკებები?

- სავარაუდოდ, ჩვენი მოლაპარაკებები პარტნიორობით დასრულდება. ამის შესახებ წინასწარი შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ გარკვეული დეტალების შეთანხმება დარჩა.

- ჩვენი ცნობით, მოლაპარაკება კლუბის თანაინვესტირების ხელშეკრულების გაფორმებაზე მიმდინარეობდა და არა გუნდის მთლიანად გაყიდვაზე.

- დიახ, ასეა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ჩინური ჯგუფი "ტორპედოს" აქციათა მნიშვნელოვან ნაწილს შეისყიდის, მაგრამ არა - მთელს.

- საკონტროლო პაკეტი ვის ხელში იქნება?

- თუ შევთანხმდით, საკონტროლო პაკეტს ჩინელები მიიღებენ.

- ასეთ შემთხვევაში, თქვენ დირექტორატში გადაინაცვლებთ?

- არა, ჩვენ შევთანხმდით, რომ "ტორპედოს" მმართველი და კლუბის პრეზიდენტი ისევ მე ვიქნები.

- დაახლოებით, რა თანხის დაბანდებაზეა ლაპარაკი?


- კონკრეტულ ციფრს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ეს სოლიდური ციფრები იქნება. ლაპარაკია 3-წლიან პროექტზე, რომლის განხორციელების შემდეგაც, გუნდი ფინანსურად, სტრუქტურულად და ინფრასტრუქტურით საგრძნობლად მოღონიერდება. შესაძლოა, ახალი სტადიონი აშენდე.ს

- მართალია, რომ "ჰუალინგ ჯგუფი" რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისა და საღორიას ბაზის გამოსყიდვას აპირებენ?

- ამაზეც იყო ლაპარაკი და სხვა ვარიანტზეც.

- კონკრეტულად?

- ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქალაქის მერიის ბალანსზეა, ისევე, როგორც საღორიას საწვრთნელი ბაზა და მათ გამოსყიდვას სოლიდური თანხა სჭირდება.

- როგორც ვიცით, ეს ობიექტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 10 მილიონ ლარზე მეტად შეაფასა.

- ამიტომ ჩინური ჯგუფი დაინტერესდა, რომ მოვიძიოთ ქუთაისში ტერიტორია, სადაც ახალი ბაზა და სტადიონი აშენდება.

- ასეთ შემთხვევაში, ახალი არენა "რამაზ შენგელიაზე" მცირე ტევადობის იქნება?


- პირიქით, ეს პროექტი თუ განხორციელდა, ახალი სტადიონის ტრიბუნები 25 ათას მაყურებელს დაიტევს, ხოლო ბაზა ბევრად უფრო თანამედროვე იქნება და მეტი მოედანი გაკეთდება.

- მართალია, რომ საკმაოდ ძვირადღირებული ფეხბურთელების ჩამოყვანა გსურთ, რომელთაც 10-15 ათას დოლარს გადაუხდით?

- დიახ, ასეთი სურვილი გაგვაჩნია და 5-6 ლეგიონერის დამატება აუცილებად გვსურს, ჩემპიონთა ლიგაზე საქართველო რომ არ შევარცხვინოთ. მაგრამ ფეხბურთელებს მხოლოდ ფულით ვერ მოვიზიდავთ.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ამ თანხაში ბევრი კარგი მოთამაშის დათანხმებაა შესაძლებელი პოლონური, ავსტრიული თუ შვეიცარიული კლუბებისთვის, თუნდაც კვიპროსულისთვის. მაგრამ ევროპელ მოთამაშეს საქართველოს რომ უხსენებ, თავს იკავებს...

- როგორც ჩანს, თქვენ ფეხბურთელებთან უკვე ილაპარაკეთ...


- დიახ, ვილაპარაკეთ და ზოგიერთებმა უარი სწორედ იმიტომ თქვეს, რომ საქართველოში ჩამოსვლა და თამაში არ სურდათ. ზოგიერთი დაფიქრდა, მაგრამ ევროპაში რა ანაზღაურებასაც ითხოვდნენ, საქართველოში იმის საფასურად არავინ ჩამოვა.

- აბა, რამდენს ითხოვენ?


- ევროპულზე ორმაგად მეტ თანხას.

- გასაგებია, ეს არის კომპენსაცია უარეს ლიგაში წასვლისთვის. დელ პიერო ავსტრალიასა და ინდოეთში თამაშს არაფრის დიდებით დათანხმდებოდა, ამ ქვეყნებში იტალიის ანალოგიური ხელფასი რომ შეეთავაზებინათ...

- ზუსტად ეს ვარიანტია. ბოლო მაგალითი ყველამ ვიცით - ნეიმარი საფრანგეთში, პარიზშიც ვერ ჩერდება და რა გასაკვირია, საქართველოში ჩამოსვლა რომ არ სურდეთ.

- მაგრამ უიმედო მდგომარეობა მაშინაა, როდესაც ფული არაა.

- რა თქმა უნდა. შეთანხმება რომ გაფორმდება, გაძლიერებას იმ წამიდან დავიწყებთ და დარწმუნებული ვარ, სასურველ მოთამაშეებს მაინც მოვძებნით.

- ფეხბურთელების დამატება რომელი ქვეყნიდან გსურთ?

- სხვათა შორის, ბოლო დროს ძალიან ბევრი ვარიანტი დაგვიგროვდა. როდესაც ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკება დავიწყეთ, პარალელურ რეჟიმში ფეხბურთელების მოძებნასაც შევუდექით, რადგან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი კარს მოგვადგა და დრო არ ითმენდა. ხვალ რომ ხელშეკრულება გაფორმდეს, ზეგ ფეხბურთელების ჩამოყვანა დაგვიანებული იქნება და ცხადია, ასეთ სიტუაციაში კარგი მოთამაშის მოწვევისთვის ნაკლები შანსი გვექნება.

- ჩინელების დაინტერესებამ სულზე მოგისწროთ...


- რა თქმა უნდა. თუმცა, სანამ ეს მოლაპარაკება დაიწყებოდა, მანამდეც გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ორი კარგი მოთამაშე ჩამოგვეყვანა, საყრდენი ნახევარმცველი და ცენტრალური თავდამსხმელი. გავიჭირვებდით, მაგრამ ამას აუცილებლად გავაკეთებდით, რადგან ევროგათამაშებაზე საქართველოს წარმოვადგენთ და არ გვსურს, რომ ცუდად გამოვიდეთ.

- სადაცაა ევროგათამაშება დაიწყება და სიახლეებს როდის ველოდოთ?

- როგორც კი სატრანსფერო "ფანჯარა" გაიხსნება, იმ დღიდან ახალ ფეხბურთელებს მოვიყვანთ. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე "ტორპედო", მინიმუმ, ხუთ-ექვს ისეთ ლეგიონერს დაიმატებს, საქართველოში აქამდე რომ არ ჩამოუყვანიათ. ჩემპიონატის შესვენებისას პატარა პაუზა იქნება და შესაძლოა, შეკრება და საკონტროლო თამაშის ჩატარება ვერ მოვასწროთ. ახალ მოთამაშეებს კი გუნდთან შესაგუებლად ეს შეკრება და საკონტროლოები აუცილებლად სჭირდებათ.

- ცნობილი გახდა, რომ თქვენი მიზანი 2020 წელს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა...

- დიახ, ასეა. ჩინელებთან სამწლიანი სამოქმედო გეგმა შევათანხმეთ, რომ "ტორპედო" გაძლიერდეს და ევროპის ლიგის ჯგუფში მოვხვდეთ.

- დაბოლოს, საკითხი, რომელმაც ყველა გააოცა: ფეხბურთის განვითარების ფონდის ცნობით, გასულ სეზონში სტიმულირების ფონდიდან "ტორპედოს" მხოლოდ 110 ათასი ლარი დაერიცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბზე მხოლოდ ეს თანხა დახარჯეთ.


- 110 ათასი? ეს რაღაც გაუგებრობაა!

- რატომ?

- იმიტომ, რომ გასულ სეზონში ბევრად მეტი თანხა დავხარჯეთ.

- მაინც რამდენი?

- ახლავე გეტყვით... 950 ათასი ლარი. კლუბში 2016 წლის მაისში მივედი. მანამდე თითქმის ერთი წელი კლუბის პრეზიდენტი ვიყავი, მაგრამ ოფიციალურად კლუბი გადმოცემული არ იყო და ამის მიუხედავად, ფულს მაშინაც ვხარჯავდით. ბოლო წელიწად-ნახევარში კი "ტორპედოში" მილიონ ლარზე მეტი მივიტანეთ.

ეს ფაქტია და ამის შესახებ ფინანსური ანგარიშებიც არსებობს. თუ გახსოვთ, კლუბის გადმოცემისას ხელშეკრულებაში ასეთი პირობა ჩაიწერა - წელიწადში "ტორპედოზე" მიმიმუმ 500 ათასი ლარი უნდა დაგვეხარჯა, სხვაგვარად ხელშეკრულება გაუქმდებოდა. ეს შეთანხმება არავის გაუუქმებია - წარმოუდგენელია, პირობა დავარღვიოთ და ქუთაისის მერიამ ეს გაატაროს. ასე რომ, ვიმეორებ, ეს რაღაც გაუგებრობაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ნანახია: 1144-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კლუბის წარმომადგენლის რამაზ ჩხიკვაძის განცხადებით, თუ იქნება ნორმალური მართვა, საფეხბურთო ბიზნესი მომგებიანი გახდება.
ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ქუთაისის 'ტორპედო' აუქციონზე გასაყიდად ახლო მომავალში გავა.
ოგორც კლუბის გენერალური დირექტორი მამუკა მოსიაშვილი განმარტავს, შეთანხმება ინვესტიციის ჩადებაზე უკვე მიღწეულია.
ინტერვიუ იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან.
როგორ ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სათვის არის ცნობილი, კერძო კომპანიისათვის საფეხბურთო მოედნის გადაცემასთან
რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისი ცენტრალური მოედნის საპრესკონფერეციო დარბაზში 'ტორპედოს' მთავარი მწრთვნელის - კახა ჩხეტიანის
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ააიპ ქუთგანათების სერვისის ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქში არსებულ რვავე უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები დამონტაჟდება.

ამინდი