ცაგერში ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიბარდა
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცაგერში ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიბარდა

თარიღი : 19-05-2018, 18:16 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქის მიერ ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურედან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას დათვის ბელი იპოვა. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 2 თვის ასაკის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ბელი იპოვეს. ბელს არავითარი დაზიანება არ აღენიშნებოდა.

მისი ასაკიდან გამომდინარე, ბელის ველურ ბუნებაში გაშვება მიზანშეწონილი არ იყო. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბელი ცაგერიდან თბილისში ჩამოიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს.

თბილისის ზოოპარკი დათვების რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს. რაც დათვებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელშიც მათ ბუნებრივი ქცევის გამოხატვის მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. ხოლო, როდესაც მიბარებული დათვის ბელი მზად იქნება, მოხდება მისი ველურ ბუნებაში დაბრუნება.


ნანახია: 466-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ორბელიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას დათვის ორი ბელი იპოვა.
აღნიშნული ფრინველი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მასზე ნადირობა აკრძალულია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის სწრაფი რეაგირების განყოფილების
იმერეთს ახალი რწმუნებული ჰყავს. აღნიშნულ პიზიციაზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ შავლეგო ტაბატაძე წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის წევრი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ
ბესიკ ამირანაშვილი აღნიშნულ პოსტზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.

ამინდი