მოქმედების დღეები-კამპანია, რომელსაც RICDOG წლებია აღნიშნავს
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოქმედების დღეები-კამპანია, რომელსაც RICDOG წლებია აღნიშნავს

თარიღი : 17-05-2018, 17:02 | კატეგორია: ახალი ამბები, eco   
topnews.com.ge
RICDOG კამპანიას- "მოქმედების დღეები" შეუერთდა. ღონისძიების ფარგლებში, სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა "თაობათა დიალოგი" ეკოლოგიის თემაზე საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რომელსაც 30-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა, განხილული იყო ქუთაისის წინაშე მდგარი ეკოლოგიური გამოწვევები, საფრთხეები და პრობლემები. ასევე, საუბარი შეეხო მოქალაქის მიერ გარემოზე უნებლიედ მიყენებულ ზიანს.

"საჯარო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო გვესაუბრა ეკოლოგიური პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე. ასევე, დასმწრე საზოგადოებისთვის გაგვეზიარებია ინფორმაცია ეკოლოგიური პრობლემების გარემოზე უარყოფითად ზემოქმედების შესახებ. მოქმედების დღეებს ჩვენ ყოველთვის ვუერთდებით და ვცდილობთ, სიმბოლურად ამ დღეს კიდევ ერთხელ გავზარდოთ ცნობიერება ეკოლოგიაზე და გავცეთ პრაქტიკულ მაგალითზე დაყრდნობილი ინფორმაციები," - ამბობს RICDOG გენერალური მდივანი ეკატერინე მარუქაშვილი.

შეხვედრის ბოლოს აქციის ორგანიზატორებმა ამ დღისთვის სპეციალურად მომზადებული ვიდეო აჩვენეს. ვიდეოს მთავარი იდეა იყო "გავხადოთ გარემო ეკოლოგიურად სუფთა და მიმზიდველი".

კაპანია "მოქმედების დღეები" მსოფლიო მასშტაბით ზედიზედ უკვე მე-2 წელია აღინიშნება. აღნიშნულ კამპანიას საერთაშორისო ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაცია 350.org ახორციელებს. ორგანიზაცია ასობით ათას იმ აქტივისტს აერთიანებს, რომლებიც ერთად მუშაობენ კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე - კლიმატის ცვლილების შესახებ.

"მოქმედების დღეების" ფარგლებში 16 კლიმატურ აქციაზე მეტი ჩატარდა უკრაინაში, EECCA- ს რეგიონის 4 ქალაქში: ბიშკეკი, სანქტ-პეტერბურგი, ქუთაისი და ვიტებსკები.


ნანახია: 412-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კლიმატის წვეულების მიზანი იყო მასში ჩართულ პირებს ყურადღება კლიმატის ცვლილებებზე გაემახვილებინათ.
იდეის ავტორი და განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი 'თაობათა დიალოგია' (RICDOG).
სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა "თაობათა დიალოგი" ახალი გენერალური მდივანი აირჩია. დღეს ეკატერინე მარუქაშვილი აღნიშნულ
RICDOG-მა აქციის 'გაუკეთე სიკეთე პლანეტას' ფარგლებში პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა და ცნობილ ადამიანებს წერილები ფოსტით
აქცია-ღონისძიებაზე, რომელსაც RICDOG-ი უკვე მე-7 წელია მართავს, ორგანიზაციის წევრებმა საზოგადოებას გარემოზე ზრუნვისაკენ მოუწოდეს.
ველოსიპედების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება ერთის მხრივ გამოიმუშავოს ენერგია და მეორეს მხრივ დამუხტოს ანდროიდის სისტემის
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ორშაბათს, იმერეთის რეგიონის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძეს დაასახელებს.
თემობის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს და 2013 წელს აღდგა.
მათივე ცნობით, საქართველში ამ დროისთვის 12 ინსპექტირების ცენტრია, სადაც აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირება ხორციელდება. აქედან 4 თბილისში, 2 რუსთავში,

ამინდი