'ქართული ოცნება' ქვეყანაში ცენზურას აბრუნებს?-ემუქრებათ თუ არა საფრთხე ხელოვანებს?
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართული ოცნება' ქვეყანაში ცენზურას აბრუნებს?-ემუქრებათ თუ არა საფრთხე ხელოვანებს?

თარიღი : 17-05-2018, 12:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც “კულტურის შესახებ” საქართველოს კანონსა და “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან.

ახალი კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. მოქმედი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ასევე ითვალისწინებს შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღებას და გავრცელების აკრძალვას, თუ მისი გავრცელება სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს ლახავს.

როგორც კონსტიტუციის მოქმედ ნორმაში, ასევე ახალ რედაქციაში, საუბარია კონკრეტული პირის უფლების შელახვაზე, რაც გულისხმობს ძირითადად ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებასა და ასევე ადამიანის სხვა ძირითად უფლებებს. ასეთ შემთხვევაში პირს დღესაც აქვს უფლება უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

შესაბამისად, არ შეიძლება კონსტიტუციის ცვლილებებით იყოს გამართლებული საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც არა ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით არამედ შუღლის გაღვივების და პორნოგრაფიის პროპაგანდის მიზნით ზღუდავს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას.

ამრიგად, კანონპროექტი, წარდგენილი ფორმით, ეწინააღმდეგება როგორც ადამიანის ძირითადი უფლების ფუნდამენტურ პრინციპებს, ისე მოქმედ კონსტიტუციას, და საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას, განსაკუთრებით ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწარმოებების შემთხვევაში.

მოვუწოდებთ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარდგენილ კანონპროექტს და “კულტურის შესახებ” კანონის მოქმედი ნორმაც შესაბამისობაში მოიყვანოს კონსტიტუციასთან. საქართველოსთვის, რომელიც ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა და რომლის გაცხადებული მიზანიც ევროპულ სივრცეში ინიტეგრირებაა, გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებული მნიშვნელობის უფლებასა და ღირებულებას წარმოადგენს. თითოეული საკანონდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას შეეხება, სახიფათოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.


ნანახია: 277-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი მიღება
ვინ ნიშნავს თანამდებობობაზე და ათავისუფლებს გუბერნატორს? შესაძლებელია თუ არა პარლამენტის წევრის პარლამენტიდან გაწვევა? რა
დღეს გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო მასალებთან დაკავშირებით, topnews.com.ge-სთან კომენტარს სამართლის დიქტორი კობა
უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)
გარდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებისა, მოსარჩელე მხარის აზრით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლების
ნარჩემაშვილი ასევე თვლის, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა კონსტიტუციაში ჩანაწერის არსებობას აუცილებლად მიიჩნევს.
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს
ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს

ამინდი