Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საინტერესო ადგილას, 'ქვასაყდარაზე' სალაშქრო სეზონი გაიხსნა

თარიღი : 17-05-2018, 12:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქუთაისი-საირმე-ბენარას საავტომობილო გზასთან ახლოს მდებარე უნიკალურ ბუნებრივ ღირსშესანიშნავ ადგილას "ქვასაყდარაზე“ სალაშქრო სეზონი მოგზაურთა კლუბმა "გეოხედმა" გახსნა. მოგზაურებმა დალაშქრეს მესხეთის ქედზე არსებული ბუნების მიერ შექმნილი საინტერესო ობიექტები. ადგიკლზე ტურისტებისთვის კემპინგი "ქვასაყდარა" არსებობს, რომელიც 2015 წელიდან "აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, იგი სახელმწიფომ 10 000 ლარით დააფინანსა.

ქვასაყდარიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ადგილი, სადაც გადმოცემის თანახმად, პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათა მოციქულმა აღმართეს რკინის ჯვარი, ეს ადგილი არის საირმე-აბასთუმნისა და ზეკრის ხეობის გზა-გასაყარი.

სუბალპურ და ალპურ ზონაში, მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე არაერთი ვულკანური წარმოშობის ქვასვეტია აღმართული, რომლებიც დენუდაციური შთენილების სახით არის შემორჩენილი. ქვასვეტები ბუნებრივი კლიმატური პირობებისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნა და საინტერესო ბუნებივი ქვასვეტების ფორმა მიიღო.

კურორტ საირმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე წაბლარას აუზში, ზღვის დონიდან 2205 მეტრ სიმალეზე, ადგილ "წითელმინდორის" ზედა ნაწილში მდებარეობს რამდენიმე ქვის სვეტი, რომლებსაც ადგილობრივები "ქვასაყდარას" უწოდებენ. ამ ადგილიდან საინტერესო პანორამული ხედები იშლება როგორც მესხეთის ქედის მიმართულებით, აგრეთვე მდინარე წაბლარასწყლის ხეობაზედ. მანძილი თბილისიდან 265 კმ. ბაღდათიდან 40 კმ. ქუთაისიდან კი 70 კმ-ია.

ზეკარის უღელტეხილზე გამავალ საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე ნაზვავი და ნამქერი თოვლის გამო ოქტომბრიდან მაისამდე ჩაკეტილი იყო საავტომობილო ტრანსპორტისთვის. დღეისათვის საავტომობილო გზა თოვლისგან გაწმენდილია და შესაძლებელია საავტომობილო მიმოსვლა. ზეკრის უღელტეხილი ტურისტებისთვის საინტერტესო მონაკვეთს წარმოადგენს, მოგზაურებმა და მოლაშქრეებმა მესხეთის ქედის უნიკალური ხედები მოინახულონ და პოპულარიზაცია გაუწიონ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს.


ნანახია: 1319-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამუშაოების ფარგლებში, ქვასაყდარაზე დამონტაჟდა და მოეწყო ორი საპიკნიკე ადგილი, თითოეული გათვლილია 16-20 ტურისტზე.
ქვასაყდარიდან 1 კმ მოშორებით დიდმაღალას მთაა, სადაც პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათა მოციქულმა
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ საინტერესო კუთხეს წარმოადგენს იმერეთში, გეოგრაფიული მდებარეობით, ტურიზმის განვითარების კუთხითა და
აღნიშნული მთა მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარეების- ქერშავეთისა (ხანისწყლის შენაკადი) და ბარათხევის (ოცხის შენაკადი)
ქვასაყდარას ტურისტული პოტენციალიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აქ მდებარეობს ე.წ 'ძაბრი', სადაც იმერეთის
წყლის ჭავლმა რამდენიმე წუთით თამაში შეაჩერა.

ამინდი