Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტების მონიტორინგს იწყებს

თარიღი : 17-05-2018, 10:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს იწყებს. პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

ამ ეტაპზე სოფელ გვიშტიბში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სრულად რემონტდება ჯგუფები, კვების ბლოკი და სველი წერტილები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ასევე, მონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. ახალი საბავშვო ბაღი სექტემბრიდან 60 აღსაზრდელს მიიღებს.

"სოფელ პირველ წყალტუბოში კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს. ასფალტის საფარი 750 მეტრ გზის მონაკვეთზე დაიგება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. სტადიონზე უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი საფარი მოეწყობა და სადრენაჟე სისტემა დამონტაჟდება, დაიდგმება 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები ვიპ და პრეს ლოჟებით. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ წყალტუბოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის მატჩების მასპინძლობასაც შეძლებს. პროექტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს," - ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 432-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას მოსახლეობა ათეული წლების განმავლობაში ითხოვდა.
სტადიონის ფართობი 7280 კვადრატული მეტრია და მისი მშენებლობა ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსდა.
2016 წელს მუნიციპალიტეტში 20-ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც 3 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა.
3 კმ–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და ასევე, სანიაღვრე არხები მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 380 ლარით
2015 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან მხარის 12 – ვე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა.
წყლის ჭავლმა რამდენიმე წუთით თამაში შეაჩერა.

ამინდი