Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნინო თვალთვაძემ ეროვნულ კონფერენციაზე ქუთაისში გენდერული კუთხით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა

თარიღი : 16-05-2018, 17:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო პირველ ეროვნულ კონფერენციას ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის მიღწევის შესახებ.

კონფერენციის ორგანიზატორიები საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ხოლო მხარდამჭერები - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) არის.

ეროვნულ კონფერენციას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ესწრებოდა, რომელმაც გენდერული კუთხით იმ მიღწევებზე ისაუბრა, რაც ქუთაისის მერიამ 4 თვის განმავლობაში დაგეგმა და შეასრულა.

"ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციაში მივიღეთ მონაწილეობა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ამ მცირე დროში არსებულ მიღწევებზეც ვისაუბრეთ გენდერული ბიუჯეტირების მიმართულებით და ასევე დავაყენეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები და განვიხილეთ გამოწვევები:

1. ქალაქ ქუთაისის საკრებულოში ფუნქციონირებს გენდერული თანასწორობის საბჭო და აპრილის ბოლოს საბჭოს მიერ დამტკიცებულ იქნა სამოქმედო გეგმა. შემდეგ ამოცანას წარმოადგენს ვიზრუნოთ აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულების ბიუჯეტირებაზეც.

2. ჩვენ, ფონდი "სოხუმის" ინიციატივით, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შევიტანეთ "გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი", რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსის წესით მისაღებ თანამშრომლებს სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად უწევთ აღნიშნული სამართლებრივი აქტის გაცნობაც და შესწავლაც, რაც უსათუოდ ზრდის ცნობიერებას აღნიშნულ სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით;

3. 2018 წლის ბიუჯეტით დავიწყეთ ორი ახალი პროგრამის განხორციელება, ერთი ეხება მარტოხელა მშობლების მხარდაჭერას კომუნალური გადასახადების ნაწილის დაფარვის მიზნით, ხოლო მეორე ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრის დატოვების შემდეგ ფინანსურ დახმარებას თვეში 100 ლარის ოდენობით. აქვე ვისაუბრეთ გამოწვევებზეც და იყო უმნიშვნელოვანესი ის, რომ პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელს წარვუდგინეთ ჩვენი მოსაზრებები მარტოხელა დედის სტატუსის სამართლებრივ განმარტებასთან დაკავშირებით. კვარტალური ანგარიშით, 10 მარტოხელა დედა სარგებლობს ჩვენი პროგრამით. მაგრამ ვთვლით,რომ კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებული რეგულაცია მარტოხელა დედისათვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშრებით, საჭიროებს კიდევ დახვეწას. ამ მიმართულებით, ვაპირებ გენდერული თანასწორობის საბჭოს შევთავაზო რეგულაციის მომზადება; ასევე ავღნიშნე ისიც, რომ კვარტალური ანგარიშით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლის მხარდაჭერის პროგრამით ჯერ არავის არ უსარგებლია. გვქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან და მოხდა ინფორმაციის გავრცელება ყველა თავშესაფარში, რადგან ქუთაისში რეგისტრირებულ მსხვერპლს ეხება ჩვენი პროგრამა, რომ შესაბამისი ინფორმაცია გააჩნდეთ.

4. ასევე გავაჟღერეთ ინიციატივა მრავალშვილიან დედებთან დაკავშირებით. ძალიან დადებითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა უკვე ინიციატივა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით. რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მრავალშვილიანი ოჯახებისათვის კომუნალური გადასახადების სახით შეღავათის დაწესება, არამედ ასევე კონკრეტულად მრავალშვილიანი დედების ჯანმრთელობის კუთხით გაძლიერება (შესაძლებელია ცალკე პაკეტი გააჩნდეთ სადაზღვევო) და ასევე ეკონომიკური გაძლიერება და წახალისება.

ძალიან მიხარია, რომ ასეთ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი და მოგვეცა თვითმმართველობას შესაძლებლობა დაგვეყენებია ჩვენი ინიციატივები, მოგვესმინა მიმდინარე პროცესების შესახებ და გაგვეზიარებინა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული გამოცდილებები. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს,"-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.

NS


ნანახია: 305-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018 წლის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაზე იმუშავა.
ვანის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა უახლოეს თვეებში დამტკიცდება.
პრეზენტაციას ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ნინო თვალთვაძემ ასევე ისაუბრა მრავალშვილიან დედებსა და მათ საჭიროებებზე მისი თქმით მრავლშვილიან დედებს მეტი დახმარება და
გასული წლის ბიუჯეტიდან გენდერული საკითხების მოგვარებისთვის გამოყოფილი თანხა 30 000 ლარს შეადგენდა.
გასული წლის შემოდგომაზე, პარლამენტში დარეგისტრირდა 37 455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საპარლამენტო და
საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ ჭიათურაში, რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს, რომელშიც ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე და საკრებულოს თავმჯდომარის
ტყიბულის, მინდელის სახელობის შახტის მფლობელი კომპანია 'საქნახშირია', რომელიც ნახშირის ერთადერთი მომპოვებელი კომპანიაა საქართველოში. მის 100%-იან წილს 'ჰოლდინგი
ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევისა და 4 ადამიანის გარდაცვალების მიზეზებს შრომის ინსპექციის ინსპექტორები შეისწავლიან. მომხდართან

ამინდი