Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი ქუთაისის საკრებულომ 2011 წელს დაამტკიცა

თარიღი : 16-05-2018, 15:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ზუგდიდის საკრებულომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი დაადგინა," - აღნიშნული სათაურით მედიაში გავრცელებულმა მასალამ საზოგადოების რეაქცია გამოიწვია.

მასალაში საუბარია იმაზე, რომ ზუგდიდის საკრებულოს დადგენილებით, საფლავის სიღრმე არ უნდა იყოს 1.2 მეტრზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას - არანაკლებ 1 მეტრისა. დადგენილება 2018 წლის 4 მაისს საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიიღეს.

ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, აქვს თუ არა მსგავსი ტიპის დოკუმენტი ქუთაისს და რას ითვალისწინებს ის. როგორც ირკვევა, ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესი ქალაქის საკრებულომ 2011 წლის 30 ნოემბერს მიიღო. დოკუმენტს ხელს საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი აწერს.

დოკუმენტის მეექვსე მუხლში -საფლავების ექსპლუატაცია. დაკრძალვა, ნათქვამია:

1. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა ხდება ცალკე სამარეში, გარდა ზემოდან დაკრძალვის შემთხვევისა. ყოველ სამარეზე გაანგარიშებული და გამოყოფილი უნდა იქნეს 2,5 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია.

2. საფლავებს შორის დაშორება უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0,5-დან 0,8 მეტრამდე, ხოლო მოკლე მხარეებს შორის არ უნდა იყოს 0,5 მეტრზე ნაკლები.

3. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,2 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშტის დასაფლავებისას, სამარე შესაბამისად შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.

4. გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავისზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.

5. საძმო საფლავებში ნეშტის დაკრძალვა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით.

6. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა, როგორც წესი ხორციელდება კუბოთი, უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში – დაკრძალვისათვის დამზადებულ სპეციალურ ყუთში.

7. ნეშტის გადასვენების შემთხვევაში, სამარე მაშინვე უნდა ამოივსოს და მიწის ზედაპირს ჩაუტარდეს დაგეგმარება.

8. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება გარდაცვალების მოწმობის სასაფლაოს მმართველთან წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზით გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტის დასკვნის საფუძველზე იმ პირობით, რომ ჭირისუფალი წარმოადგენს გარდაცვალების მოწმობას მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე.

ცნობისთვის, ქუთაისში სულ 13 საქალაქო სასაფლაოა. სასაფალოებზე მეთვალყურეობას მერიის მიერ დაფუძნებული შპს "ქართული ტრადიციები" ახორციელებს.


ნანახია: 3081-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიცვალებულს არავინ ჰყავს, რის გამოც ლესელიძის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა ქალაქის მერიას გარდაცვლილი ნოდარ მამულაშვილის დასაკრძალად
როგორია გარდაცვალების ფასი ქუთაისში და რა სერვისს გვთავაზობენ სარიტუალო მომსახურეობის ბიუროები, ამის გარკვევას Topnews.com.ge
ქუთაისის #2 ციხეში 16 წლის პატიმარ გოგა ძველაიას გარდაცვალების საქმეზე დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის
მეგობრები ამ ფაქტს, მირზას გარდაცვალების დღეს საავადმყოფოში შეჭრას და ინფრასტრუქტურის დაზიანებას უკავშირებენ.
დადგენილების ერთ-ერთი, მეხუთე მუხლი ცხოველის შენახვისა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით მეპატრონის უფლებებს ეხება.
საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ ჭიათურაში, რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს, რომელშიც ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე და საკრებულოს თავმჯდომარის
ტყიბულის, მინდელის სახელობის შახტის მფლობელი კომპანია 'საქნახშირია', რომელიც ნახშირის ერთადერთი მომპოვებელი კომპანიაა საქართველოში. მის 100%-იან წილს 'ჰოლდინგი
ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევისა და 4 ადამიანის გარდაცვალების მიზეზებს შრომის ინსპექციის ინსპექტორები შეისწავლიან. მომხდართან

ამინდი