19 მაისს, ღამით მუზეუმები დამთვალიერებლებისათვის უფასო იქნება
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

19 მაისს, ღამით მუზეუმები დამთვალიერებლებისათვის უფასო იქნება

თარიღი : 15-05-2018, 17:31 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, ანონსი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ააქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, 19 მაისს, აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.

ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.

აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.

ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ იმერეთის მხარეში არსებული მუზეუმების პროგრამას:

ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
(დიმიტრი ნაზარიშვილის მემორიალური მუზეუმი)

მისამართი: ქუთაისი, ნაზარიშვილის ქ. N7
20:00 - 02:00 - ნათია ჯიმშელეიშვილის შემოქმედებითი საღამო პანტომიმის თეატრის მსახიობების და
მუსიკალური ბენდის მონაწილეობით

ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
მისამართი: ქუთაისი, პუშკინის ქ. N18
20:00 - 02:00 - საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მუზეუმში დაცული მასალებითა და მხატვრული სიუჟეტებით

ზ. ფალიაშვილის სახელობის მემორიალური სახლ-მუზეუმი

მისამართი: ქუთაისი, ფ. ვარლამიშვილის ქ. N25
20:00 - ზ. ფალიაშვილის მემორიალური მუზეუმის ეზოში, დ. მხეიძის სახელობის ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100
წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

21:00 - მუზეუმის 55 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ზაქარია ფალიაშვილი კლასიკური
მუსიკის სათავეებთან“

დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა
მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის ქ. N8
10:00 - 20:00 - ღია კარის დღე მუზეუმში
18:00 - XX საუკუნის 20-ან წლებში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა - „ჰე მამულო...“
18:00 – 20:00 - შემეცნებითი-გასართობი ფაზლები ვიზიტორებისათვის

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

მისამართი: სოფელი დიდი ჯიხაიში, ნ. ნიკოლაძის ქ. N109
19:00 -01:00 - თეატრალიზებული საღამო, თემაზე: „თავისუფლების სამი წელი (1918-1921), რომელიც საუკუნეებს გადასწონის“ ქუთაისის, სამტრედიისა და დიდი ჯიხაიშის მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობით.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
მისამართი: საჩხერე, სოფელი სხვიტორი

20:00 - 22:00 - მუსიკალურ-ლიტერატურულ კომპოზიცია - „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“, საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით
22:00 - დოკუმენტური ფილმის ჩვენება - ,,აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“
20:00 - 01:00 - ექსკურსია რეაბილიტირებულ საექსპოზიციო დარბაზში

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი
მისამართი: ხარაგაული, 9 აპრილის ქ. N47
11:00 - 18:00 - დღის მანძილზე „მოხალისე გიდები“ - სკოლის მოსწავლეები გიდობას გაუწევენ თანატოლებს
20:00 - 21:00 - „საუბრები ხელოვნებაზე“
21: 00 - 21:40 - თეატრალიზებული სანახაობა „როგორ იქმნებოდა შედევრები“ - სკოლის მოსწავლეების მიერ გაცოცხლებული დიდი მხატვრები
21:40 - საქარველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა
22:30 - „მუზეუმის მეგობრების“ დაჯილდოვება საპატიო სიგელებით
23:00 - ცოცხალი მუსიკა

დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი
მისამართი: თერჯოლა, სოფელი ზედა სიმონეთი

11:00 - 18:00 - უფასო ექსკურსიები მუზეუმში
18:00 - საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მისამართი: ჭიათურა, თხელიძის ქ. N5
11:00 - საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა
17:00 - 22:00 - დოკუმენტური ფილმის ჩვენება/განხილვა - „გენერალი მაღლაკელიძე“

ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ტყიბული, კ. გამსახურდიას ქ. N12
11:00 - 18:00 -ღია კარის დღე მუზეუმში

18:00 - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა
19:00 - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ვიქტორინაკონკურსის
ჩატარება და გამარჯვებულთა დაჯილდოვება
19:30 - ტყიბულის მუნიციპალიტეტში წარმოებული პროდუქციის გამოფენა

პროფესორ ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: საჩხერე, სოფელი სხვიტორი

10:00 - 18:00 - ღია კარის დღე მუზეუმში
18:00 - 23:00 - საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში მონაწილე ქართველი
მამულიშვილების ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო - მუზეუმის მეგობრების ჩართულობით

აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახლ-მუზეუმი
მისამართი: საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი კალვათა

15:00 - 01:00 - ღონისძიება სოფელ ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საჯარო
სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით

მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი

მისამართი: საჩხერის რაიონი, სოფელი არგვეთი
20:00 - 01:00
• თეატრალურ-კოსტუმირებულ საღამო - „საბა“
• ლიტერატურული კომპოზიცია - „ბიჭო, არ შემარცხვინო

ხონის ისტორიული მუზეუმი
მისამართი: ხონი, გურამიშვილის ქ. N3
18:00 - 01:00
• საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა
- გამოიფინება აკაკი ჩხენკელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და
დოკუმენტური მასალები
• მუზეუმის ეთნოგრაფიულ ეზოში, პოეზიისა და ფოლკლორის საღამო კოცონთან, სამხატვრო
სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით
• მხატვრული და კერამიკული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

გივი ჯაოშვილის სახელობის ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ზესტაფონი, დ. აღმაშენებლის ქ. N25

17:00 - მუზეუმის მიერ ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალების
გამოფენა
18:00 - ლექცია თემაზე „ჰიპერდაკავშირებული მუზეუმები - ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა“
19:00 - საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურული
კომპოზიცია „ეს ჩემი საქართველოა“
20:00 - თეატრალურ-ლიტერატურული კომპოზიცია „შემინახე, დედაო მიწავ“
21:00 - გალაკონცერტი ადგილობრივი თვითშემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით

გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მისამართი: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N47ა
21:00 - 22:00
• სახალისო არქეოლოგია ბავშვებისათვის
• ღონისძიება - „წყალტუბოს ციხეების ისტორიისათვის“
• ახალი ნუმიზმატიკური კოლექციების გამოფენა
22:00 - 23:00
• ეთნოგრაფიული გამოფენა: ქალაქური ყოფა XIX საუკუნეში, ძველი იმერული კარ-მიდამო
23:00 - 00:00 - დროებითი გამოფენები:
• დამოუკიდებელი საქართველო 1918-1921 წლებში
• კურორტი წყალტუბო ძველად და ახლა
• ოტია იოსელიანისა და ნიკო ლორთქიფანიძის უნიკალურ ხელნაწერები
• სამხატვრო სკოლისა და ინკლუზიური ცენტრის ბავშვთა ნახატები - ,,შეწყვეტილი
გაზაფხულები“
• მედეა გვიმრაძისა და კონსტანტინე ფურცხვანიძის ნამუშევრები
00:00
• ვიდეო რგოლი - ,,წყალტუბო - უკვდავების წყაროების ქალაქი“
• თეატრალური წარმოდგენა - ,,ოტიასა და ნიკოს გმირების სამყაროში“
• ქართული მარანი
• საქართველოს რუკის სანთლებით განათება
• კონცერტი - სხვადასხვა მუსიკალური კოლექტივების მონაწილეობით
• ფოიერვერკი

ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი
მისამართი: ბაღდათი, ბაღდათის ქ. N51

20:00 - საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი
მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო
20:30 - ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა.


ნანახია: 588-ჯერ

მსგავსი სიახლეები
16 მაისს, 14:00 სთ–ზე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ფოიეში დამოუკიდებლობის აღდგენის
იმერეთის რეგიონში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
იმერეთის რეგიონში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ღონისძიებების პროგრამას:
როგორც topnews.com.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ დღესთან
საღამო კულტურის ცენტრთან არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ორგანიზებით ჩატარდა.
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ორშაბათს, იმერეთის რეგიონის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძეს დაასახელებს.
თემობის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს და 2013 წელს აღდგა.
მათივე ცნობით, საქართველში ამ დროისთვის 12 ინსპექტირების ცენტრია, სადაც აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირება ხორციელდება. აქედან 4 თბილისში, 2 რუსთავში,

ამინდი