Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი ყოფილ ცოლზე: მასთან კანონიერ ქორწინებაში არასდროს ვყოფილვარ

თარიღი : 15-05-2018, 15:21 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ოჯახური ძალადობის საქმეზე ბრალდებული მამაკაცის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. გრიგოლ ბაკურაძეს ყოფილი მეუღლისა და მისი მამის ცემას ედავებიან.

პროცესზე სიტყვა წარმოთქვა თავად ბრალდებულმაც. გრიგოლ ბაკურაძე აცხადებს, რომ ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის, რადგან მაგდალენა გოშხეთელიანი მისი ოჯახის წევრი არ არის. გამომდინარე იქედან, რომ ის კანონიერ ქორწინებაში გოშხეთელიანთან არასდროს ყოფილა, ოჯახური ძალადობის მუხლით გასამართლებას მიუღებლად თვლის.

გრიგოლ ბაკურაძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ყოფილი მეუღლე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება. თავად ბაკურაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს და ყოფილი ცოლის მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს.

გრიგოლ ბაკურაძე გისოსებს მიღმა მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც 22 წლის დეა გოშხეთელიანმა ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბაკურაძე თავს 2018 წლის 3 იანვარს დაესხა და მსა და მამამისს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა.

ყოფილი ცოლისა და მისი მამის ცემაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 იანვარს 3000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაუუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მას პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული გრიგოლ ბაკურაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. იგი იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილს სახელისა და რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებდა და თვლიდა, რომ მისი მისამართით გამოთქმული ცრუ ბრალდებების გამო თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.


ნანახია: 445-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გრიგოლ ბაკურაძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ყოფილი მეუღლე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება. თავად ბაკურაძე
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის, გრიგოლ ბაკურაძის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილა.
22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
გრიგოლ ბაკურაძე, რომელიც ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, 21 დღეა მშრალად შიმშილობს.
საზოგადოებისათვის ცნობილმა სახეებმა ბაკურაძის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.
ამის შესახებ გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ განაცხადა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ედიბერიძეები აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ ეზოში დათესილი 30-მდე ძირი კანაფი გაანადგურა.
უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მშობლიურ სოფელ ტობანიერში, სახლ-მუზეუმის აღდგენა ადგილობრივი ხელისუფლების

ამინდი