Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს სოფელ გეგუთში 'თამარობა' აღნიშნეს

თარიღი : 15-05-2018, 10:56 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, თამარის ციხეზე, „თამარობის“ დღესასწაული აღნიშნეს. თამარის ციხეზე თეატრალიზებული კომპოზიცია დაიდგა, რომლის ავტორი წყალტუბოს კულტურის ცენტრი იყო.

„თამარობის“ დღესასწაული გეგუთში სპორტული აქტივობებით დაიწყო. გაიმართა ქართული ჭიდაობა და დოღი. გარდა ადგილობრივებისა სპორტულ აქტივობებში, ვანისა და თერჯოლის ნორჩი ფალავანებიც მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა და ააიპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ დირექტორმა რევაზ მესხმა დააჯილდოვეს.

აღსანიშნავია, რომ „თამარობა“ საქართველოში ეროვნულ დღესასწაულად იქცა 1917 წლიდან — ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან.


ნანახია: 496-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღსანიშნავია, რომ გეგუთის ციხე მალე შეუერთდება დასავლეთ საქართველოს ტურისტული ობიექტების რიცხვს.
ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია თამარ მეფის ეპოქაში, XII-XIII საუკუნეებშია აგებული.
ამის შესახებ ინფორმაცია წყალტუბოს გამგეობას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა
განათებული გეგუთის ციხე (ფოტო)
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ დევნილი მოსახლეობის,
შემთხვევა სოფელ გეგუთში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მოხდა.

ამინდი