Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

22 მაისიდან ქუთაისში სტარტს თეატრალური ფესტივალი აიღებს

თარიღი : 14-05-2018, 17:37 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
22 მაისიდან ქუთაისში ტრადიციული თეატრალური ფესტივალი აიღებს სტარტს. ფესტივალი 22 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და თეატრის მოყვარულებს საშუალება ექნებათ 20 სპექტაკლს დაესწრონ. ფესტივალს ღონისძიების მასპინძელი ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი სპექტაკლით "უბედურება" გახსნის.

ფესტივალში მონაწილე თეატრლურ დასებს 6-კაციანი ჟიური საქართველოს თეატრალური საზოგადოების მდივნის, ნერონ აბულაძის თავმჯდომარეობით შეაფსებს. გამარჯვებულთა გამოვლენა 18 ნომინაციაში მოხდება, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორი ლევან როხვაძე ფესტივალის მიმდინარეობისას ამ ნომინაციათა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავს.

ფეტივალი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და ქუთაისის მერიის თანადაფინანსებით იმართება. ფეტივალს საფუძველი 2002 წელს ჩაეყარა, იყო წყვეტა, თუმცა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ტრადიცია 2012 წელს აღდგა. მას შემდეგ ქუთაისი იმერეთის თეატრალურ ფეტივალს ყოველწლიურად მასპინძლობს.


ნანახია: 560-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის თეატრალური ფესტივალი უკვე მეშვიდე წელია ყოველწლიურად იმართება.
ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას 5 წლიდან 17 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები მიიღებენ, 8 აპრილს ჭიათურაში, რესტორან 'გაზაფხულში'
თეატრალური ფესტივალი 'თეატრალური იმერეთი 2016' გრძელდება
თეატრალური ფესტივალი 20 ივნისს დაიწყო და 7 ივლისამდე გაგრძელდება.
ფესტივალი, რომელზეც დასწრება უფასოა, სტარტს 17:00 საათიდან აიღებს.
სამტრედიაში ქართული ოცნების წევრის სახლი გაქურდეს.
ქუთაისში თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
დეპუტატის თქმით, სახლიდან მხოლოდ ტელევიზორია წაღებული.

ამინდი