როგორი იქნება ცნობილი 'პანოს' მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ?
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორი იქნება ცნობილი 'პანოს' მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ?

თარიღი : 14-05-2018, 14:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შპს "ფარი"-ს ადმინისტრაციამ ქუთაისის მერიას ცნობილი "პანოს" მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტით უკვე მიმართა. როგორც "ფარი"-ს ხელმძღვანელი ოლეგ არღვლიანი ამბობს, პროექტი ტერიტორიის კეთილმოწყობას, ნაწილობრივ გამწვანებას, ადგილზე ღია კაფისა და ღია სავაჭრო პავილიონების მოწყობას ითვალისწინებს.

ოლეგ არღვლიანი ირწმუნება, რომ პროექტის განხორციელებით, კედელი, რომელზეც საქართველოს ისტორია თიხითაა შესრულებული, არ დაიჩრდილება.

"პირიქით, პროექტი იმაზეა გათვლილი, რომ ამ ადგილას უფრო მეტი ადამიანი მოვიდეს დამათ მოწესრიგებული ტერიტორია შევთავაზოთ. ეს პროექტი ჩვენთვის წამგებიანიც კი არის, რადგან იჯარის თანხა წინასწარ გვაქვს გადახდილი, ხოლო 270 კვ. მეტრიდან დაახლოებით 120 კვ. მეტრამდე არ ვიყენებთ, რომ "პანო" არ დაიჩრდილოს," -ამბობს ოლეგ არღვლიანი.

ქუთაისის მერია რეაბილიტაციის პროექტს განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პროექტზე დასკვნა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა გასცეს.

"პანო"-ს თვითონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ის აღნიშნული სტატუსის მქონე შენობების გარემოცვაში მდებარეობს. ჩვენ საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად უნდა შევისწავლოთ. წარმოდგენილი პროექტით, "პანოს" საფრთხე არ ექმნება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილი კვლევა და ანალიზია საჭირო,"- ამბობს მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ჩხიკვაძე.

კოლხური პანოს ავტორის (ბერნარდ ნებიერიძე-იგივე „ფრანცია“ ) მეუღლე სვეტა ნებიერიძე კულტურული ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს.

სვეტა ნებიერიძის თქმით, ტერიტორია გაასხვისეს და ახლა აქ კაფე-ბარის მოწყობა იგეგმება, რაც პანოს სილამაზეს სრულად დაჩრდილავს.

„ქუთაისი მხოლოდ კოლოფების ქალაქად დარჩება და მერე რას ნახავს აქ ჩამოსული ტურისტი. ტურისტი აქ მხოლოდ სმა-ჭამისთვის არ ჩამოდის, მას უცხო სანახაობა ჭირდება. თუ მაინცა დამაინც უნდა აშენდეს აქ ეს კაფე-ბარი, მაშინ მოვითხოვ პანოს გადატანას, მერე კი აქ რაც უნდა, ის ააშენონ, თუნდაც 100 სართულიანი შენობა," -აცხადებს სვეტა ნებიერიძე.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, შპს "ფარს" პანოს მიმდებარე ტერიტორია იჯარით 2017 წელს გადაეცა. ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ ფართზე პავილონის სტილის, ერთსართულიანი ნაგებობა განათავსოს და ნაწილში კაფე-ბარი მოაწყოს.


ნანახია: 1182-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სვეტა ნებიერიძის თქმით, ტერიტორია გაასხვისეს და ახლა აქ კაფე-ბარის მოწყობა იგეგმება, რაც პანოს სილამაზეს სრულად დაჩრდილავს.
ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით 217 ობიექტია დარეგისტრირებული.
ქუთაისში, ტაბიძის ნომერ 2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ძეგლების განმეორებითი აღწერის შემდეგ გამორიცხული არ არის რამდენიმე ათეულმა ობიექტმა ძეგლის სტატუსი დაკარგოს.
შეჩერდეს 'ოქროს ჩარდახთან' მიმდინარე მშენებლობა - ამ მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფიგი გამართეს. 'ევროპა ჩვენი
ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის პაატა
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ორშაბათს, იმერეთის რეგიონის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძეს დაასახელებს.
თემობის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს და 2013 წელს აღდგა.
მათივე ცნობით, საქართველში ამ დროისთვის 12 ინსპექტირების ცენტრია, სადაც აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირება ხორციელდება. აქედან 4 თბილისში, 2 რუსთავში,

ამინდი