Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მოვითხოვ ნარკობარონების თავებს, ნუ გეშინიათ, უთხარით არა ნარკომანიას!'

თარიღი : 14-05-2018, 10:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მსოფლიო ჩემპიონი ბესო მიქელთაძე საზოგადოებას, ხელისუფლებას მიმართავს და ნარკომანიისათვის ღიად, არა-ს თქმისაკენ მოუოწდებს.

"პირველ რიგში, დიდი მადლობ შსს მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, რომელმაც მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, შეძლო და ამ საშინელების წინააღმდეგ, რასაც ნარკობარიგები ქვია, ბრძოლა დაიწყო. ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებს ყველანი ადევნებდით თვალს, ყველამ იხილეთ ნარკომანიის კატასტროფული მაშტაბების რეალური სახე. ნარკომანიას როგორც წესი, თან სდევს სპიდის ინფექცია, რომელიც ასევე შესასწავლია. ვინც რუსთაველზე იხილეთ, ისინი ჩვენი შვილებია, მაგრამ საუბედუროდ უკვე დაკარგული თაობააა, ეს არ არის ბრძოლა თავისუფლებისათვის ან ბრძოლა ძველსა და ახალ თაობებს შორის, როგორც ამას ასაღებენ, ეს ღია ბრძოლაა ნარკომაფიისა საქართველოს წინააღმდეგ, ომია ნარკობარონებისა ქართული ეთნოსის წინააღმდეგ. ჩვენ გვისაღებენ ნარკომანების საწყალ თვალებს დოგმად და გვეუბნებიან, რომ ისინი საცოდავები არიან და არ უნდა ისჯებიდნენ. ეხლა ჩავყვეთ ამ საწყალ თვალებს რუსთაველის მიედანზე და რეალურად რას ვნახავთ? ავიღოთ ბასიანი, გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვცეკვავთ და ესაა ჩვენი გამოხატულება, ასევე გვეუბნებიან, რომ სხეული მათია და რასაც უნდათ, იმას გაიჩხირავენ. ბასიანში რა ხდება? შესვლა 60 ლარი, ერთი აბი ნარკოტიკი 100 დოლარი, პლუს რაღაც ცოტა საჭმელი და სასმელიც მიუმატოთ და გამოდის რომ ერთი შეცუნცულება მინინუმ 500 ლარი ჯდება. ეხლა მეორე საკითხი: როდესავ ნარკოდამოკიდებული ხდები, ორგანიზმი ნარკოტიკს გამუდმებუთ გთხოვს და ეს ესეა ყველამ ვიცით, იქ სიარული კი ნარკოდამოკიდებულების გამო, სისტემატურად გესაჭიროება.

ეხლა მთავარი: საიდან ამდენი ფული ახალგაზრდებს? როგორც წესი, პირველად საკუთარ ძვირფას ნივთებს ყიდიან, შემდეგ იწყება მეუღლის ოქროულობის მოპარვა-გაყიდვა, შემდეგ მშობლების, ეს რომ ამოილევა, მანქანებს ყიდიან, ბოლოს სახლს ალომბარდებენ და ცოლ-შვილს ქუჩაში ყრიან. ეს კიდევ არაფერი: როდესაც ესეც გამოელევათ, შემდეგ თავად ყრიან ქუჩებში გასაცოდავებულნი, ამ დროს მათ გაეჩითებათ კლუბიდან ძმაკაცი, რომელიც ეტყვის: აი ძმაო მე გიშველი, აი შენ აგერ შენი დოზა რომ აზრზე მოხვიდე და აგერ ცოტა წამალიც მაქვს, იქნებ საძმოში გაყიდო, ცოტა ფულსაც იშოვი და საკაიფო დოზაც სულ გექნება. ბუნებრივია, ლომკაში მყოფი ნარკომანი შეთავაზებას თანხმდება, იღებს წამალს და იწყებს მის რეალიზაციას, ვის მიაკითხავს იცით? ისევ მის ნათესავებს, სადაც ცოტა შეძლებული ოჯახი ეგულება და მათ შვილს წაართმევს, წამალზე შეუსვამს. ეს მათი წესი და გამოუვალი ცხოვრების ნორმააა. ამიტომ, ვითხოვ ნარკობარონების თავებს!!! მათ თავებს, ვინც საქართველოს მომავალ გენოფონდს ანადგურებს და საკუთარი გამდიდრების გამო მომავალს გვისპობს.

არა ნარკომანიას! ამოიღეთ თქვენც ხმა, ნუ გეშინიათ, კრესლოებში ჯდომა არ ნიშნავს მონურ მორჩილებას, თქვენ სახელმწოფო გავალიათ და მოიქეცით ისე, როგორც ეს თქვენს შვილებს ესაჭიროებათ, როგორც ქვეყნის მომავალს ესაჭიროება. შეძელით და თქვით არა ნარკომანიას! შეძელით და თქვით, რომ თქვენც ითხოვთ ნარკობარონების თავებს, შეძელით და თქვით რომ ითხოვთ ნარკოტრაფიკის გაშიფვრას. ეს უნდა შეძლოთ ბატონებო, თუნდაც ამ ომში მარტო ვიყო და თქვენ დარჩეთ კომფორმისტებას, თუნდაც მაფიამ შუბლი გამიხვრიტოს, მე ვიტყვი: არა ნარკომანიას!!! ნუ გეშინიათ!," - ნათქვამია მსოფლიო ჩემპიონის მიმართვაში!

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად 9 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული არიან ადამიანები.


ნანახია: 434-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნარკომანიის და შიდსის თემაზე, როგორც ნეგატიურ, გლობალურ და აქტუალურ პრობლემაზე ვიდეორგოლები გადაიღეს,
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალების გამოქვეყნებას მსოფლიო ჩემპიონი ბესო მიქელთაძე სოციალურ ქსელში აფასებს.
მიმართვაში მიქელთაძე 290-ე ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ საუბრობს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა.
მსოფლიო ჩემპიონი ბესო მიქელთაძე საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, სამბოს მსოფლიო პირველობაზე გამართულ მოვლენებზე ყვება.
გიორგი უკლება დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არჩევის შესახებ.

ამინდი