Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სად მიაქვთ საქართველოში სუპერმარკეტებში მორჩენილი მზა საკვები?

თარიღი : 13-05-2018, 12:44 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქსელურ მარკეტებში მზა კერძების შეძენა განსაკუთრებით დასაქმებული ადამიანებისთვის საკმაოდ პოპულარულია. მსგავს პროდუქციას მომხმარებელს უკვე არაერთი სუპერმარკეტი სთავაზობს. თუმცა, საინტერესოა, სად მიდის მორჩენილი საკვები, რომელიც მალფუჭებადია და მეორე დღეს მისი მოხმარება აღარ შეიძლება?

აღნიშნული შეკითხვით რამდენიმე ქსელურ მარკეტს მივმართეთ.

ჰიპერმარკეტ "გუდვილის" ინფორმაციით, წლების მანძილზე კომპანიამ შეიმუშავა წარმოებული პროდუქციის საათობრივი გეგმა, რაც მორჩენილი მზა საკვების მინიმუმამდე დაყვანას განაპირობებს.

"ჯამში, დღეში შეიძლება 200 ან 500 გრამი საკვები მორჩეს, მორჩენილი საკვები კი კანონმდებლობის შესაბამისად უტილიზდება", - განმარტავენ კომპანიაში.

მორჩენილი მზა პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით ჰიპერმარკეტ "ფრესკოში" კომენტარი არ გააკეთეს, შეკითხვაზე არც "კარფურმა" გვიპასუხა.

რაც შეეხება შედარებით მცირე ზომის მარკეტებს, მაგალითად "სპარის" ქსელში განმარტეს, რომ მათ მიერ შემუშავებული ფასდაკლების სპეციალური სქემის მეშვეობით დღის ბოლოს მორჩენილი მზა საკვები ძალიან მცირეა, რომელიც ფერმერებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადაეცემათ და ისინი შესაბამისად იყენებენ.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, 2018 წლის 1 იანვრიდან დაახლოებით აპრილის ბოლომდე თბილისის მაღაზიებში 149 743.969 ლარის მზა საკვები განადგურდა, საქართველოს მასშტაბით კი 188 239.283 ლარის.

რაც შეეხება 2017 წელს თბილისში მდებარე მაღაზიებმა 254 817.805 ლარის ღირებულების ჩამოწერილი მზა საკვები გაანადგურეს, საქართველოს მასშტაბით კი 483 822.6906 ლარის. მზა საკვების დასახელება ასეთია: ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი, ფუნთუშა, პიცა, აჩმა, კატლეტი, ქათმის სალათი, კარტოფილის პიურე, შემწვარი კარტოფილი, კომბოსტოს სალათი, "ოლივიე" და ბოსტნეულის სალათი.

როგორია ამ მიმართულებით უცხოეთის პრაქტიკა?


მაშინ, როდესაც დედამიწაზე მილიონობით ადამიანი შიმშილობს, უცხოურ გამოცემებში ამ საკითხზე გამოქვეყნებული სტატიების ავტორები თანხმდებიან, რომ დიდი რაოდენობით საკვების განადგურების პრობლემა განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა მოაგვარონ. ზოგი მათგანი გამოსავალს რეგულაციების დაწესებაში ხედავს, ზოგი კი კერძო კომპანიების კეთილ ნებაში.

მაგალითად, საფრანგეთში 2015 წელს სუპერმარკეტების ქსელმა Intermarche-მა დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს შედარებით დაბალხარისხიანი პროდუქციის შესყიდვისკენ მოუწოდებდა. 2016 წელს კი საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საკვების განადგურების საწინააღმდეგოდ რეგულაცია მიიღო. ამ რეგულაციის თანახმად, სუპერმარკეტებს მორჩენილი საკვების გადაყრა ან განადგურება ეკრძალებათ. კერძოდ, სუპერმარკეტებმა მორჩენილი საკვებით ან ცხოველები უნდა მოამარაგონ ან ის ქველმოქმედებაში გამოიყენონ.

ავსტრალიაში კი მსგავსი კანონი არ მოქმედებს, თუმცა, სუპერმარკეტების ნაწილი თავისივე ინიციატივით მონაწილეობს საქველმოქმედო კამპანიებში და მორჩენილ საკვებს სხვადასხვა ორგანიზაციებს შეთანხმების საფუძველზე აწვდის. მიუხედავად ამისა, ავტრალიელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საკვების დიდი რაოდენობით განადგურების თავიდან ასაცილებლად რეგულაციების დაწესება აუცილებელია.

საკვების გადაყრის პრობლემა აშშ-შიც დგას. როგორც გამოცემა The Guardian-ი რამდენიმე წლის წინ წერდა, "ამერიკელები იმაზე მეტ საკვებს ყრიან, ვიდრე მიირთმევენ". ამერიკელები დღეში 150 000 ტონა საკვებს ყრიან, რაც აშშ-ში მცხოვრებ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით ნახევარი კილოგრამია.

Allnews.ge


ნანახია: 1363-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტამბულში თვითგადარჩენის ტაქტიკა ამოქმედდა.
ამერიკელი მეცნიერების გათვლებით, იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, 30 წლის შემდეგ შიმშილობა ყოველ მეორე ადამიანს
ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციაში მაღაროელებისათვის უხარისხო საკვები პროდუქტების მიწოდების ფაქტებზე საუბრობენ.
ჭიათურელი და ზესტაფონელი მაღაროელების გამოკვებაზე პასუხისმგებელ კომპანიას სასამართლოში უჩივიან.
წელიწადის დროებს შორის ზაფხული ადამიანებისათვის ერთ-ერთი საყვარელი სეზონია, თუმცა ამის მიუხედავად, ზაფხულსაც აქვს თავისი
ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია 'სამართლიანი არჩევნები' ავრცელებს.
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ააიპ ქუთგანათების სერვისის ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქში არსებულ რვავე უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები დამონტაჟდება.

ამინდი