Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჰაერში დარჩენილი ცნობილი პანო-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავტორის ოჯახი ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს

თარიღი : 11-05-2018, 20:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კოლხური პანოს ავტორის (ბერნარდ ნებიერიძე-იგივე „ფრანცია“ ) მეუღლე სვეტა ნებიერიძე კულტურული ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს.

სვეტა ნებიერიძის თქმით, ტერიტორია გაასხვისეს და ახლა აქ კაფე-ბარის მოწყობა იგეგმება, რაც პანოს სილამაზეს სრულად დაჩრდილავს. ქალბატონის განცხადებით, მას მოატყუა როგორც ქალაქის ყოფილმა მერმა შოთა მუღღულიამ, ასევე ტერიტორიის ამჟამინდელმა მფლობელმა შპს „ფარი“-ს დირექტორმა.

სვეტა ნებიერიძე ალტერნატიული გამოსავლის სახით ქალაქის მერიას და შპს "ფარს" პანოს სხვა ადგილზე გადატანას სთავაზობს.

„ქუთაისი მხოლოდ კოლოფების ქალაქად დარჩება და მერე რას ნახავს აქ ჩამოსული ტურისტი. ტურისტი აქ მხოლოდ სმა-ჭამისთვის არ ჩამოდის, მას უცხო სანახაობა ჭირდება. თუ მაინცა დამაინც უნდა აშენდეს აქ ეს კაფე-ბარი, მაშინ მოვითხოვ პანოს გადატანას, მერე კი აქ რაც უნდა, ის ააშენონ, თუნდაც 100 სართულიანი შენობა," -აცხადებს სვეტა ნებიერიძე.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, შპს "ფარს" პანოს მიმდებარე ტერიტორია იჯარით 2017 წელს გადაეცა. ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ ფართზე პავილონის სტილის, ერთსართულიანი ნაგებობა განათავსოს და ნაწილში კაფე-ბარი მოაწყოს.

რას უპირებს ქუთაისის ხელისუფლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მიიღებენ თუ არა ავტორის ოჯახის შეთავაზებას, აღნიშნულზე ადგილობრივ ხელისუფლებაში კომენტარს არ აკეთებენ.


ნანახია: 1335-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი ტერიტორიის კეთილმოწყობას, ნაწილობრივ გამწვანებას, ადგილზე ღია კაფისა და ღია სავაჭრო პავილიონების მოწყობას ითვალისწინებს.
ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის პაატა
ქუთაისში, ქალაქის მერიის შენობის გვერდით მდებარე შრომის მემორიალი რეაბილიტაციას, ხოლო მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგებას საჭიროებს.
ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით 217 ობიექტია დარეგისტრირებული.
'თავისუფალი საქართველოს' იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე

ამინდი