Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის კულტურის ააიპის ყოფილი ხელმძღვანელი დუმილს არღვევს

თარიღი : 10-05-2018, 20:50 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
ქუთაისის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი მმართველი რეზო თედორაძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს. ის კოლეგებს გუნდური პრინციპების უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ქუთაისში კულტურული განვითარების სტრატეგიას აფერხებდნენ, დღეს მაღალ თანამდებობებზე, დამსახურებების გარეშე არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, რეზო თედორაძემ თანამდებობა მერიის კულტურის განყოფილების უფროსთან, ვაჟა ჯუღელთან დაპირისპირების გამო დატოვა. დაპირიპირების მიზეზი ორმაისობასთან დაკავშირებული ღონისძიებები გახდა.

"როგორც თვითონ ვაჟა ჯუღელი აფიქსირებს, არავითარ ფიზიკურს ადგილი არ ჰქონია! რაც შეეხება სიტყვიერს, მე მას რამდენიმეჯერ შევახსენე, რომ10:30-ზე გრაფიკით ა(ა)იპის ღონისძიება იწყებოდა და დროს ძალიან ნუ გადაამეტებდა, რათა ხმებში კვეთა არ ყოფილიყო. საბოლოოდ ხუთი დღის შემდეგ, მერთან საკითხის განხილვისას გარკვეული გარემოებების გამო, მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება წასვლაზე, რომელიც დღეს სრულიად გამართლდა გამომდინარე იქედან, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, ერთად მუშაობის პერიოდში აფერხებდნენ ქუთაისში კულტურული განვითარების სტრატეგიას, დღეს ერთი ა(ა)იპის ხელმძღვანელად დაინიშნა (ვაჟა ჯუღელი), ხოლო მეორე (თამთა თურმანიძე) მერიაში განყოფილების უფროსად! რაც შეეხება მათ პარტიულ დამსახურებებს- 0-ი. ასევე თამამად შემიძლია საუბარი შესაბამის განათლებასა და გამოცდილებებზეც!!!," -წერს რეზო თედორაძე.


ნანახია: 1701-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის პოზიცია ვაკანტურია.
რა გახდა ქუთაისის მერიის კულტურის ააიპის და კულტურის განყოფილების უფროსების დაპირისპირების მიზეზი?
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე ჯუღელის წარდგენის საკითხი გადაწყვეტილია. ახალი უფროსის
ქუთაისის მერიის სპორტულ და კულტურულ დაწესებულებათა გაერთინებებების ახალი ხელმძღვანელები კობა ფხაკაძე და რეზო თედორაძე უახლოეს
ქუთაისში მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საფლავების კურთხევა და პატივგება მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ედიბერიძეები აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ ეზოში დათესილი 30-მდე ძირი კანაფი გაანადგურა.
უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მშობლიურ სოფელ ტობანიერში, სახლ-მუზეუმის აღდგენა ადგილობრივი ხელისუფლების

ამინდი