Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს მაჟორიტარი პრეზიდენტს მიმართავს-პრეზიდენტის ინსტიტუტი ხელმოცარული 'ნაციონალები'-ს სატელიტი პარტიების ნავსაყუდელად და ტრიბუნად იქცა

თარიღი : 3-05-2018, 14:29 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
წყალტუბოს მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი ცოტნე ზურაბიანი 2 მაისს, საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მისული გიორგი მარგველაშვილი მოხსენების შემდეგ დებატებს ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. უარის შემდეგ კი პარლამენტი დატოვა.

"ბატონო გიორგი თქვენი დამსახურებით პრეზიდენტის ინსტიტუტი ხელმოცარული "ნაციონალები"-ს სატელიტი პარტიების ნავსაყუდელად და ტრიბუნად იქცა. ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარი, ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების რეალური გადანაწილება და მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი, არ ნიშნავს მწვანე ბარათს ამ შესაძლებლობის ბოროტად გამოყენებაზე. ამ მოცემულობას პირიქით, მოფრთხილება და უფრო მეტი განმტკიცება სჭირდება. ამ და ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში, ხშირია თქვენი მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ქმედებები. მე მინდა გითხრათ რომ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო ხელიდან გაუშვით შანსი და ისტორიული შესაძლებლობა, მიგეღოთ პოზიტიური თანამონაწილეობა ერის კონსოლიდაციის და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცების პროცესში ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე," - აცხადებს ცოტნე ზურაბიანი.

NS


ნანახია: 2515-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი მოხსენებით ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი ცოტნე ზურაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი ცოტნე ზურაბიანი ორგანიზაცია 'წყალტუბოს ხალხის აზრი თვითმმართველობას'
გამოფენის გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოს მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი ცოტნე
პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრშიც მივიდა და ბავშვებს დღესასწაული მიულოცა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ედიბერიძეები აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ ეზოში დათესილი 30-მდე ძირი კანაფი გაანადგურა.
უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მშობლიურ სოფელ ტობანიერში, სახლ-მუზეუმის აღდგენა ადგილობრივი ხელისუფლების

ამინდი