'ევროპული საქართველო': გიორგი ჭიღვარიას გუნდი აბსოლუტურად არაა მზად ქუთაისს უხელმძღვანელოს და სწორი მიმართულებით წაიყვანოს
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ევროპული საქართველო': გიორგი ჭიღვარიას გუნდი აბსოლუტურად არაა მზად ქუთაისს უხელმძღვანელოს და სწორი მიმართულებით წაიყვანოს

თარიღი : 1-05-2018, 23:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
„ეს გუნდი აბსოლუტურად არაა მზად რომ ქუთაისს უხელმძღვანელოს," - ამგვარად აფასებს ქუთაისის მერის 100 დღის ანგარიშს ქალაქის საკრებულოს დეპუტატი "ევროპული საქართველო'"-დან დავით გოგისვანიძე.

გოგისვანიძის თქმით, ქუთაისის მერიის მიერ საამაყოდ წარმოდგენილი სოციალური კუთხით გაზრდილი ბიუჯეტი კი არ არის საამაყო.

„სამწუხაროდ, გიორგი ჭიღვარია თავისი ახალი გუნდით მოწყვეტილია იმ რეალობას, რომელშიც ქალაქი იმყოფება და რა გამოწვევების წინაშეც დგას. სამწუხაროდ, სოციალური კუთხით სატრაბახო არაფერია. სიამაყით რომ გამოთქვამენ მედიკამენტების ნაწილში გაზრდილი ბიუჯეტი გვაქვსო, აქ სატრაბახო არაფერია. ალბათ ისინი არ ადევნებენ თვალ-ყურს იმას, რომ სწორედ ამ მედიკამენტებზე ფასები უფრო და უფრო იზრდება, რასაც ბიუჯეტში ამ მედიკამენტებისათვის შესყიდვისათვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა ვერ ანაზღაურებს. ამიტომაც გეუბნებით, რომ ეს გუნდი აბსოლუტურად არაა მზად ქუთაისს უხელმძღვანელოს და სწორი მიმართულებით წაიყვანოს," - განაცხადა გოგისვანიძემ.

გიორგი ჭიღვარიას „100 დღის“ შეჯამება არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში გაიმართა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საზოგადოებასთან იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რასაც ქუთაისის მერია მიმდინარე წელს გეგმავს, მათ შორის ისეთ მასშტაბურ პროექტზე, როგორიც არის მდინარე რიონის სანაპიროზე დასახლებულული უბნის სრული რეაბილიტაცია.

ანგარიში ჩაბარების შემდეგ მოეწყო კლიპის პრეზენტაცია. რამდენიმეწუთიან ვიდეო რგოლში მოკლედ არის ასახული ის საქმიანობები და აქტივობები, რაც ქუთაისის მერიამ ბოლო პერიოდში გასწია.

„მერიის პრიორიტეტად სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებაა, ამასთან ჩვენი მიზანია გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობის არსებობა, რათა ყოველი მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი იყოს ნებიმიერი სერვისები“, - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 333-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერმა მისი არჩევიდან ასი დღის მანძილზე გაწეულ მუშაობაზე ანგარიში ჩააბარა, რომლის შემდეგ მოეწყო კლიპის პრეზენტაცია.
ამის შესახებ ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ქუთაისის ახალი მერი გიორგი ჭიღვარია მერის უფლებამოსილების შესრულებას 29 ნოემბრიდან შეუდგება.
ბოტანიკური ბაღის ახალი დირექტორი ზაზა რამინაშვილი თანამშრომლებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა
გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. კანდიდატად წარდგენამდე ის იმერეთის
იმერეთს ახალი რწმუნებული ჰყავს. აღნიშნულ პიზიციაზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ შავლეგო ტაბატაძე წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის წევრი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ
ბესიკ ამირანაშვილი აღნიშნულ პოსტზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.

ამინდი