Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა დარღვევები დააფიქსირა საია-მ ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებზე?

თარიღი : 29-04-2018, 14:12 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ვანსა და ხონში შუალედური არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა.

ორგანიზაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა და ძალადობის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო დარღვევები.

"ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა გადასატან ყუთს უკავშირდება. კერძოდ, 31 საარჩევნო უბნიდან 25 უბანზე გადასატანი ყუთების სიებში დამატებით შეიყვანეს დაახლოებით 300 ამომრჩეველი, რამაც 3% - იანი ზღვარის გადამეტება განაპირობა. ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილება აუცილებელია. დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც აწარმოებდენენ უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას. ეს ამომრჩევლის ნებაზე ირიბი კონტროლია, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას. ასევე, საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა რიგი შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დაფიქსირდა ერთი ინციდენტი ხონის #5 საარევნო უბანთან, როდესაც ერთმანეთს "ევროპული საქართველოსა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ," - განაცხადა სულხან სალაძემ.


ნანახია: 1062-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 6, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, წილისყრის პროცედურის დარღვევის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, 400 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს
მან საარჩევნო პროცესი შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა.
ქუთაისის #59 ოლქში დარეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 161 709-ს შეადგენს
თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები ჭიათურაში საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე სუბრობენ
ქუთაისის საარჩევნო ოლქის #76 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის ნაცვლად ოჯახის სხვა წევრი შეიყვანეს.

ამინდი