Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ევროპული საქართველო': ვანსა და ხონში გიგი უგულავა ლიდერობს

თარიღი : 26-04-2018, 14:12 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
„ევროპული საქართველო"-ს ინფორმაციით, კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ვანსა და ხონში 28 აპრილს უნდა ჩატარდეს, გიგი უგულავა ლიდერობს. მას გამოკითხულთა 41.4% უჭერს მხარს, მის კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“, გივი ჭიჭინაძეს კი – 32.1%.

"ევროპული საქართველოს" განცხადებით, კვლევა ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში 2018 წლის 3-10 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა და შერჩევამ 18+ ასაკის მოსახლეობა მოიცვა. მათივე ცნობით, 620 პირს პირისპირი ინტერვიუ ჩაუტარდა. კვლევა კომპანია „ბი-სი-ჯი კვლევამ“ ჩაატარა.

"ევროპული საქართველო"- მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ, რომელიც გივი ჭიჭინაძესთან ერთად მოსახლეობას ხვდებოდა. მისი განმარტებით, არ შეიძლება სანდო იყოს კვლევა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან თარხნიშვილის და მისი მეუღლის ორგანიზაცია ატარებს.

„ჩვენც ვატარებთ ცხადია კვლევებს და ჩვენს ცხადია გვაქვს მონაცემები საზოგადებრივი განწყობის შესახებ და სოციოლოგიური და სამეცნიერო თავლსაზრისით სრულყოფილად მომზადებული და კეთილსინდისიერად მომზადებული განსხვავებით იმ კვლევებისაგან, რომელსაც ეყრდნობა"ევროპული საქართველო". ამ კვლევების მიხედვით კი სწორედ გივი ჭიჭინაძე ლიდერობს,“ -აცახადებს ზაზა გაბუნია.

28 აპრილს ვანისა ხონის საარჩევნო სამაჟორიტარო ოლქში პარლამეტის შუალედური არჩევნები იმართება. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 6 კანდიდას შორის მოუწევს. ვანისა და ხონის მაცხოვრებლებს კიდევ ერთხელ მოუწევთ საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა პარლამენტში, რადგან წინა მაჟორიტარმა გიორგი ლილუაშვილმა საპარლამენტო მანდატი დათმო და სუს-ში გადავიდა.


ნანახია: 1178-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.
უგულავას თქმით, იმერეთის მოქმედ გუბერნატორს ხალხი იცნობს, როგორც კარგ მომღერალს და არა როგორც კარგ პოლიტიკოსს ან მენეჯერს.
ვანსა და ხოში 60-ვე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო
ცესკოს ინფორმაციით, ვანისა და ხონის მაჟორიტარის სტატუსის მოსაპოვებლად 4 კანდიდატი იბრძოლებს.
მან საარჩევნო პროცესი შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა.
28 აპრილს, შუალედურ არჩევნებში ვანი-ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 6 კანდიდატს შორის მოუწევს
ქუთაისის ყველაზე მსხვილი უფასო სასადილო ხვალიდან ბენეფიციარებს ვეღარ მიიღებს. 650 ადამიანი კი სავარაუდოდ, საკვების გარეშე დარჩება.
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის

ამინდი