Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისი ნელ-ნელა მიიღებს განახლებულ იერს. ქალაქი უნდა იყოს მიმზიდველი როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის"

თარიღი : 23-04-2018, 20:51 | კატეგორია: ახალი ამბები   
გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი ირაკლი შენგელია ქალაქის მერთან ერთად, იმ გარემოვაჭრეებს შეხვდა, რომელთაც 21 აპრილიდან ჭავჭავაძის გამზირზე მუშაობა აეკრძალათ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ სამუშაო ადგილი სხვადასხვა ბაზარში შესთავაზა.

"ქალაქში გარევაჭრობის პრობლემა წლებია არსებობს. თითქოს მისი შეწყვეტა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა პრობლემა ვერ გადაიჭრა. ადგილობრივი თვითმმართველობა თითოეულ გარემოვაჭრეს ვთავაზობთ ალტერნატიულ სამუშაო ფართს. ეს არის ე.წ. ნიკეასა და ნინოშვილის ბაზრობები. გარემოვაჭრეებისთვის აღნიშნულ ფართებში მუშაობა 3 თვის განმავლობაში უფასოდ იქნება შესაძლებელი. ასევე აღსანიშნავია, რომ ბაზრის ტერიტორიაზე არსებული პროდუქტი უფრო კონტოლირებადი და ნაკლებად უსაფრთხოა მოქალაქეებისთვის, ვიდრე ტროტუარებზე განთავსებული სურსათ-სანოვაგე. ქუთაისი ქვეყნის მე-2 ქალაქია და მასზე მოქალაქეებმა და ხელისუფლებამ ერთად უნდა იზრუნოს," -აცხადებს ირაკლი შენგელია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში გარევაჭრობა 1-ლი მარტიდან აიკრძალა. ტროტუარები, რომელიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა, რეაბილიტირდება და ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორია ინფრასტრუქტურულად გაიმართება. სამუშაოები უკვე დაწყებულია.


ნანახია: 224-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ვიცე-მერ გიორგი იობაშვილთან და გამარჯვების ოლქის მაჟორიტარ ირაკლი შენგელიასთან ერთად ჭავჭავაძის
21 აპრილიდან, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეებს საქმიანობა აეკრძალებათ.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, არც ერთი გარემოვაჭრე არ რჩება შეთავაზების გარეშე. მისივე თქმით, ყველა მათგანს
ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ქალაქის ცენტრალური მონაკვეთი და ტურისტების
გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შენგელია არჩევანის გასაკეთებლად უბანზე ბებოსთან ერთად მივიდა.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ გარემოვაჭრეები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ეპიცენტრი ქუთაისის ისტორიული უბანია, სადაც ერთი დღით ისტორია გაცოცხლდა და ქალაქი 'ცისფერყანწელთა'
ქუთაისის მერმა დღეს 5 საპატიო ქუთაისელი მიიღო და თითოეულ მათგანს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი

ამინდი