Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘გავოცდი, როდესაც მის ხელში მოვხვდი,’-ვინ არის ექიმი ნანა მოძღვრიშვილი, რომელსაც საკუთარ სილამაზეზე ზრუნვას ცნობილი სახეები ანდობენ

თარიღი : 20-04-2018, 21:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ესთეტიკური სილამაზის ცენტრ „ადელი“-ს ოფისი გაიხსნა. ცენტრის პრეზენტაცია ბარ-რესტორან „პაოლო“-ში გაიმართა. „ადელი“-ს დამაარსებელი ექიმი და დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი ნანა მოძღვრიშვილია.

ესთეტიკურ ცენტრ „ადელი“-ს დამფუძნებელმა სამედიცინო განათლება უკრაინაში მიიღო. უკრაინაში ყოფნის პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა სილამაზის ცენტრსა და სილამაზის ინსტიტუტში.

ესთეტიკური ცენტრის გახსნას ის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ, რომლებიც საკუთარ სილამაზეზე ზრუნვას და კანის მოვლას ნანა მოძღვრიშვილს ანდობენ. მათ შორის ერთ-ერთი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილია.

„რაც ნანა გავიცანი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯერ მნიშვნელოვანია მისი ურთიერთობის კულტურა. მის მიერ გაკეთებული მასაჟი სახეზე კი ეს არის სიამოვნება. ანატომია იმდენად კარგად ვიცი, სხვანაირად ჩემს საქმიანობაში არ შეიძლება, ამიტომ, ვგრძნობ, რამდენად სწორად აკეთებს მას და რაც მთავარია, დადებითი ენერგეტიკით, უზომოდ კმაყოფილი დავრჩი, ვგრძნობდი მასაჟის შემდეგ სისხლის მოძრაობა როგორ აღდგა, თუმცა ვთვლი, რომ ცოტა იყო და გამეორება აუცილებელია. ძალიან დიდი მადლობა ნანას იმ სიმოვნებისთვის და იმ საქმისთვის, რასაც ის აკეთებს,“ - ამბობს სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.

„მე ნანას ბავშვობიდან ვიცნობ. მის შინაგან ბუნებაზე, ადამიანურობაზე არ მაქვს საუბარი. გავოცდი, როდესაც მოვხვდი მის ხელში. მან ისე ოსტატურად და აბსოლუტურად უმტკივნეულოდ ჩამიტარა ყველა პროცედურა, ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი. მთელს გულს და სულს დებს ამაში. ჩანს, რომ ადამიანს უყვარს თავისი საქმე. პატიოსანი ადამიანია, რაც დეფიციტია დღევანდელ დროში. ზოგი შეიძლება დაგზარდეს თითო სიტყვის თქმას და ნანა რასაც აკეთებს, ყველაფერს გიხსნის, პროფესიონალურად და კარგად აკეთებს ყველაფერს. მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში, ქუთაისში ასეთი ადამიანი და ასეთი ესთეტიკური ცენტრია,“ - ამბობს ექიმი კარდიოლოგი მანანა კახიანი.

ესთეტიკური ცენტრი „ადელი“ პაციენტებს ისეთ მომსახურებას სთავაზობს, როგორიცაა: სახის წმენდა, ნაოჭების მოშორება, კანის გაახალგაზრდავება და სახის მასაჟი.
ექიმის და დერმატოლოგ-კოსმეტოლოგის სამედიცინო მომსახურებაში შედის:

ალმასური დერმობრაზია-კანის წმენდა, განახლება და გაახალგაზრდავება აპარატურული მეთოდით, რაც ეხმარება უსიცოცხლო ( მოდუნებულ და მოშვებულ) კანს გაცოცხლებაში, იწვევს წვრილი ნაოჭების და აკნეს შემდგომი ნაწიბურების გაქრობას. ალმასური დერმაბრაზიის დროს ხდება გაფართოებული ფორების მკურნალობაც.

ულტრაბგერითი წმენდა-აკნე, მომატებული ცხიმიანი ექსკრეციები, მოდუნებული და სუსტის კანის სტრუქტურის მკურნალობა;

უნემსო მეზოთერაპია ელექტროფორაციით-უმტკივნეულო მეთოდი, რომლის დროსაც კანში შეყავთ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ჰიალურონის მჟავა და ვიტამინები. „ადელი“ ასევე გთავაზობთ კანის მეზოთერაპიას, კანის ბიორევიტალიზაციას, თმის მეზოთერაპიას (თმის ცვენის მკურნალობა) და ელექტროეპილაცია (ჭარბი თმების მკურნალობა);
მიკროტოკი-დეტოქსი, შეშუპება, კუპერონი;

სახის მასაჟი-პლასტიკური (კანის გაახალგაზრდავება), რელაქსი (კანის ლიფტინგი), წერტილოვანი, სამკურნალო მასაჟი ჟაკე (ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის გაუმჯობესება). ასევე, ხორციელდება კანისა და თმის კრეომასაჟი (თმის ცვენის მკურნალობა).

ესთეტიკის ცენტრი „ადელი“ კოსმეტოლოგიური პროცედურების დროს უახლეს აპარატურას იყენებს, რაც ექიმის მხრიდან პაციენტისათვის სასურველი შედეგის მიღწევას უზრუნველყოფს.

სიტყვაძუნწია და საკუთარი თავის შესახებ საუბარი არ უყვარს, თუმცა მთელ ენერგიას, ცოდნას და პროფესიონალიზმს იმ საქმეში ხარჯავს, რასაც ადამიანების სილამაზეზე და ახალგაზრდობაზე ზრუნვა ჰქვია.

„მხოლოდ ერთს ვიტყვი და ვინც უკვე იცის ნანა მოძღვრიშვილის შესაძლებლობები დამეთანხმებიან, რომ უბრალოდ მობრძანდით ესთეტიკურ ცენტ „ადელში“ და მოლოდინი არ გაგიცრუვდებათ“, - ამბობს ნანა მოძღვრიშვილი.

ესთეტიკური ცენტი "ადელი" ქუთაისში, თბილისის ქუჩა N82-ში მდებარეობს. ექიმ, დერმატოლოგ-კოსმეტოლოგ ნანა მოძღვრიშვილთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ტელეფონზე: 597 673 399.


ნანახია: 3438-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უკრაინაში წარმატებული კარიერის მიუხედავად, სამშობლოში დაბრუნება და მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში გამოყენება
ყველა ქალი ოცნებობს იმაზე, რომ ნებისმიერ ასაკში ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.
ქუთაისში არსებული სილამაზის სალონი Life Style (ცხოვრების სტილი) გთავაზობთ თმის მეზოთერაპიას. მეზოთერაპია, ეს არის პროცედურა,
უახლესი აპარატურით აღჭურვილი სალონი L S მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს.
თმის დასწორება თუ თქვენი ცხოვრების ყოველდღიური რუტინაა და დაგღალათ აღნიშნული პროცედურისთვის უამრავი დროის დაკარგვამ, ქუთაისში
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი