Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის სოფელ ხანის ქვევრის ყველის წარმოებით ექსპერტები დაინტერესდნენ

თარიღი : 20-04-2018, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
ქვევრის ყველის დამზადების ტექნოლოგია სოფელ ხანში საუკუნეებს ითვლის. აღნიშნული ყველის პოპულარიზაციის მიზნით, სოფელ ხანს ტელეკომპანია „მირი“-ს გადამღები ჯგუფი ეწვია. ყველის ექპერტ ანა მიქაძე-ჩიკვაიძესთან ერთად გადაცემა მომზადდება, რომელშიც ხანის ისტორია და სოფლის მეურნეობის წარმოება იქნება ასახული. განსაკუთრებით კი ყურადღება ქვევრის ყველის დამზადების ტექნოლოგიასა და შენახვაზე გამახვილდება.

ტელეკომპანია“მირი“-ს გადამღები ჯგუფი და საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ბაღდათის ხელმძღვანელობას და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხანში ქვევრის ყველის პოპულარიზაციას.
http://www.picz.ge/img/s3/1804/20/f/fba02b311051.jpg
როგორც ექსპერტები აცხადებენ, აღნიშნული ყველის სახეობა იშვიათია და მისი უცხოურ ბაზარზე გატანა უმნიშვნელოვანესია. სპეციალისტების თქმით, ხანის ქვევრის ყველი თავისი უნიკალურობით დაპატენტების აუცილებლობას საჭიროებს. ბაღდათი როგორც ღვინით, ასევე შესაძლოა ყველით წარმოჩინდეს. ქუთაისში 2 მაისს იმერული ყველის ფესტივალი გაიმართება, სადაც ხანის ქვევრის ყველიც იქნება წარმოდგენილი.

იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ხანში ჟურნალისტებსა და ყველის ექსპერტებს მეგზურობას გეოგრაფიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი უწევდა.


ნანახია: 9867-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში წინაპართა გამოცდილილების ნიმუში დღემდე იქნა შენარჩუნებული.
ეს განცახადება საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა მიქელაძემ ქუთაისში, ქალაქის დღესასწაულზე გამართლ
თბილისში მიმდინარე ყველის ფესტივალი დასრულდა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი ყველის ფესტივალზე სასოფლო სამეურნეო კოოპერატივმა 'ნიკორა' წარმოადგინა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ცვლილების მიზანია, მომხმარებელთა უფლებების, ასევე ფერმერთა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში, ვარდების მოედანზე
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი