Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნაციონალური მოძრაობა':ქუთაისის მერი აპირებს ქალაქი დააბრუნოს 90-იანი წლების, ბუტკების ეპოქაში

თარიღი : 20-04-2018, 10:38 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია ქუთაისში, საკვები პროდუქტების გასაყიდი ჯიხურების დადგმას აპროტესტებს. მისი თქმით, ქუთაისში "ბუტკების" ადგილი არ არის.

"ქუთაისის მერმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლითაც გასცა ქუთაისში 16 ჯიხურის ჩადგმის ნებართვა. ქუთაისის მერი აპირებს ქალაქი დააბრუნოს 90-იანი წლების, ბუტკების ეპოქაში. ერთი მხრივ, მერია აცხადებს, რომ ზრუნავს ქალაქის იერ-სახეზე, ტურისტების მოზიდვაზე, ხვალ ჭავჭავაძეზე აპირებენ გარემოვაჭრეების აყრას და მეორე მხრივ, ქალაქში დგამენ ჯიხურებს. ამ ჯიხურების განთავსებას აპირებს შპს "მადლი", რომლის უკან დგას "პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე. ეს საემთხვოდ ემთხვევა ბორჯომის მოვლენებს, რადგან ეს არის საჩუქარი გოჩა თევდორაძისთვის ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებისა და უმრავლესობის ფორმირებისთვის," - ამბობს გიგა შუშანია.

შპს "მადლმა" ქუთაისის მასშტაბით ჯიხურები 2014 წელს განათავსა, თუმცა იმ დროს ჯიხურების განთავსებას პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი გიორგაძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ გარიგებას ადგილი არ აქვს და ქალაქის მერია სასამართლოს გადაწყვეტიოლებას აღასრულებს.

"2013 წელს, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ქალაქის მერმა ხელი მოაწერა შპს "მადლთან" იჯარის ხელშეკრულებას. 2014 წელ ქალაქის მერმა აღნიშნული ხელშეკრულება გააუქმა. ამ ხნის განმავლობაში სასამართლოში მიმდინაროებდა დავა. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება "მადლის" სასარგებლოდ მიიღო. ეს ყველაფერი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. მერიას სასამართლომ დაავალა ჯიხურების აღდგენა," - აცხადებს გიორგაძე.


ნანახია: 593-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით 16 ჯიხური განთავსდება, სადაც საკვები პროდუქტები გაიყიდება.
ვიდრე სასამართლო ჯიხურების ბედს გადაწყვეტს, პოლიტიკურ წრეებში ჯიხურების მეპატრონეთა და აღნიშნული ობიექტების მიმართ ინტერესის
ამონაწერის მიხედვით, შპს „მადლს“ 7 მეწილე ჰყავს. აქედან ერთ-ერთი „პატრიოტების“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოჩა
ქუთაისში განთავსებული ჯიხურების გაუქმების მოთხოვნით დღეს აქცია გაიმართა.
ქუთაისში განთავსებული იაფი საკვები პროდუქტების ჯიხურების ასაღებად ქალაქის მერიამ შპს „მადლს“ 10 დღიანი ვადა მისცა.
უმცირესობის დეპუტატის განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი განცხადება პოლიტიკური არაუპასუხისმგებლობაა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
'კლინიკა ბომონდი' პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი
პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება.

ამინდი