Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვისაც სურს ასაკის მიუხედავად, ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს-ექიმ ნანა მოძღვრიშვილის რეცეპტი

topnews.com.ge
ექიმი და დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი ნანა მოძღვრიშვილი წლებია სილამაზის სამსახურშია. ესთეტიკურ ცენტრ „ადელი“-ს დამფუძნებელმა სამედიცინო განათლება უკრაინაში მიიღო. უკრაინაში ყოფნის პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა სილამაზის ცენტრსა და სილამაზის ინსტიტუტში.

უკრაინაში წარმატებული კარიერის მიუხედავად, სამშობლოში დაბრუნება და მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში გამოყენება გადაწყვიტა. სამშობლოში დაბრუნებულმა ესთეტიკის ცენტრი „ადელი“ დააფუძნა და ცენტრის პირველი ოფისი სიმბოლურად ქუთაისში გახსნა.

ექიმის ოჯახში გაზრდილმა ექიმობა ბავშვობაშივე გადაწყვიტა. თვლის, რომ ასაკის მიუხედავად, ადამიანი ახალგაზრდულად და ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს, შესაბამისად, იმ მისიას, რასაც ადამიანების სილამაზეზე ზრუნვა ჰქვია, მთელი მონდომებით, ენერგიითა და პროფესიონალიზმით ემსახურება.

ესთეტიკური ცენტრი „ადელი“ პაციენტებს ისეთ მომსახურებას სთავაზობს, როგორიცაა: სახის წმენდა, ნაოჭების მოშორება, კანის გაახალგაზრდავება და სახის მასაჟი.

ექიმის და დერმატოლოგ-კოსმეტოლოგის სამედიცინო მომსახურებაში შედის:

ალმასური დერმობრაზია-კანის წმენდა, განახლება და გაახალგაზრდავება აპარატურული მეთოდით;
ულტრაბგერითი წმენდა-აკნე, მომატებული ცხიმიანი ექსკრეციები, მოდუნებული და სუსტის კანის სტრუქტურის მკურნალობა;
უნემსო მეზოთერაპია ელექტროფორაციით-უმტკივნეულო მეთოდი, რომლის დროსაც კანში შეყავთ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ჰიალურონის მჟავა და ვიტამინები;
მიკროტოკი-დეტოქსი, შეშუპება, კუპერონი;
სახის მასაჟი-პლასტიკური (კანის გაახალგაზრდავება), რელაქსი (კანის ლიფტინგი), წერტილოვანი, სამკურნალო მასაჟი ჟაკე (ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის გაუმჯობესება).

ესთეტიკის ცენტრი „ადელი“ კოსმეტოლოგიური პროცედურების დროს უახლეს აპარატურას იყენებს, რაც ექიმის მხრიდან პაციენტისათვის სასურველი შედეგის მიღწევას უზრუნველყოფს.

კითხვაზე: რატომ არის აუცილებელი კანისთვის, განსაკუთრებით პრობლემური კანისთვის რეგულარული გაწმენდა და ექიმის მიერ სწორად დანიშნული მკურნალობის კურსი, ნანა მოძღვრიშვილი ამგვარად პასუხობს:

„მიკრო დერმაბრაზიის დროს, რაც კანის წმენდას, განახლებას და გაახალგაზრდავებას გულისხმობს, ხდება სახის კანის ზედაპირული ფენის და მკვდარი უჯრედების მოცილება. ვაკუუმ ტექნოლოგიის წყალობით და ალმასური ქვიშის ზემოქმედებით, ერთგვარი სკრაბინგი მიმდინარეობს კანზე.შედეგად იქმნება სასურველი გარემო ახალი, ჯანმრთელი უჯრედების რეგენერაციისათვის, წარმოიქმნება ფუნქციურად აქტიური კანი ახლის ყველა თვისებით-მკვრივი, ელასტიური, მბზინვარე და ერთფეროვანი, წვრილი დანაოჭების გარეშე. კანი ხდება მეტად გლუვი და ჯანსაღი. მკურნალობის პროცესი კანის დათვალიერებით იწყება და შემდეგ ხდება მკურნალობის კურსის დანიშვნა. ზოგადად ბევრი საუბარი არ მიყვარს. მირჩევნია, საქმე ვაკეთო, ამიტომ ყველას, ვისაც კანის პრობლემა აქვს და ვისაც სურს ასაკის მიუხედავად ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, ესტუმრნონ ესთეტიკურ ცენტრ „ადელს“ და თქვენი მოლოდინი ნამდვილად გამართლდება,“ - ამბობს ნანა მოძღვრიშვილი.

ესთეტიკური ცენტი "ადელი" ქუთაისში, თბილისის ქუჩა N82-ში მდებარეობს. ექიმ, დერმატოლოგ-კოსმეტოლოგ ნანა მოძღვრიშვილთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ტელეფონზე: 597 673 399.


ნანახია: 1805-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ესთეტიკური ცენტრის გახსნას ის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ, რომლებიც საკუთარ სილამაზეზე ზრუნვას და კანის მოვლას ნანა მოძღვრიშვილს
ყველა ქალი ოცნებობს იმაზე, რომ ნებისმიერ ასაკში ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.
კლინიკის დირექტორის ვერა ბედინაშვილის თქმით, აქცია სახის კანის დიაგნოსტიკას, ექიმთან კონსულტაციას, შესაბამისი მკურნალობის
თანამედროვე კოსმეტოლოგიას კანის პრობლემების გადასაჭრელად უზარმაზარი არსენალი გააჩნია.
როგორც ირკვევა, სახესა და ზოგადად კანზე გამონაყარის შემთხვევაში საქმე მარტივად ნამდვილად არ არის და სპეციალისტის ჩარევაა საჭირო.
ელისაშვილის თქმით, ქუთაისში ხალხმა მასობრივად აქციები, რომ გამართოს მხარისა და ქალაქის პირველი პირები იძულებულები იქნებიან, რომ მოსახლოებას 24 საათიანი წყალი
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი