Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ყოველი სმენის წინ ვემშვიდობებით ჩვენს ოჯახებს, რადგან არ ვიცით დავბრუნდებით თუ არა უკან-ტყიბულელი მეშახტეები პრემიერს მიმართავენ

თარიღი : 15-04-2018, 17:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულელი მეშახტეები საინიციატივო ჯგუფს ქმნიან და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ტყიბულის მერს, ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავენ. მეშახტეები სამპუნქტიან მოთხოვნას აყენებენ.

მეშახტეები საწარმო პროცესის დროებით შეჩერებას, დამსაქმებელთან კოლექტიური ხელშეკრულების დადებას და იმ პირების გათავისუფლებას ითხოვენ, ვინც საწარმოში არსებულ ვითარებაზეა პასუხისმგებელი.

განცხადება ჯგუფის წევრებმა სოციალური ქსელით გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ მოვითხოვთ უსაფრთხო სამუშაო გარემოს და ელემენტარულ სამუშაო პირობებს და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე წარმოუდგენლად მიგვაჩნია შახტებში შრომის გაგრძელება.

შახტების ამ ფორმით ფუნქციონირების ყოველი დღე საფრთხის ქვეშ გვამყოფებს. ყოველი სმენის წინ ვემშვიდობებით ჩვენს ოჯახებს, რადგან არ ვიცით დავბრუნდებით თუ არა უკან.

სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე მივმართეთ „საქნახშირს“ მეშახტეების სახელით და მოვითხოვთ:

1. დროებით შეჩერდეს ტყიბულის შახტების (ასევე მასთან დაკავშირებული საწარმოო პროცესები) ფუნქციონირება და კომპანიამ და სახელმწიფომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ შახტებში არსებული შრომის პირობებისა და უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება. კერძოდ, მოხდეს შახტებში არსებული შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასება, გაიწეროს საწარმოსა და სამუშაო პროცესის მოდერნიზაციის გეგმა და დაუყოვნებლივ მოვიდეს საწარმოში არსებული შრომის პირობები და უსაფრთხოების საკითხები შესაბამისობაში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან, გაწერილი გეგმის შესაბამისად. ამასთან, საწარმოს ფუნქციონირების დროებითი შეჩერების პერიოდში სრულად ანაზღაურდეს საწარმოში დასაქმებულების ხელფასი და ამაზე სრულად აიღოს პასუხისმგებლობა კომპანიამ და/ან ხელისუფლებამ;

2. დაიდოს კოლექტიური ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, რაც გაითვალისწინებს სათანადო შრომით და სოციალურ გარანტიებს დასაქმებულებისთვის;

3. დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან ის თანამშრომლები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები საწარმოში დღეს არსებულ უმძიმეს ვითარებაზე“,- აღნიშნულია მეშახტეების განცხადებაში.

უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს მოხდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამმა მეშახტემ კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.


ნანახია: 506-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტყიბულელ მეშახტეებს შეხვდა.
ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევისა და 4 ადამიანის გარდაცვალების მიზეზებს შრომის ინსპექციის ინსპექტორები
დაღუპული მეშახტეები 14 მაისს დაკრძალეს.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დასაქმებულმა მეშახტეებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც მათი მოთხოვნები გააჟღერეს.
ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობას რუსთავის 'აზოტში', ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანასა და ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულები
გაფიცულები ასევე ითხოვენ საქართველოს სახალხო დამცველის უშუალო ჩართვას პროცესებში.
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ამინდი