Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში, 'ქართული ოცნების' მხარდამჭერები 'ოცნების' მხრიდან დევნაზე საუბრობენ

თარიღი : 13-04-2018, 13:30 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ოცნების" მხრიდან დევნაზე საუბრობენ. კოალიციის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წინ, ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები პრემიერს მიმართავენ და ზესტაფონში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ.

მათი განცხადებით, ისინი "ქართული ოცნების" დაარსების დღიდან კოალიციის მხარდამჭერები არიან. მათივე თქმით, გათავისუფლების შემდეგ მერს მიზეზების ახსნა მოსთხოვეს, კახაბერ მახათაძემ კი პასუსახად განუცხადა, რომ ისინი მისი მხარდამჭერები არ არიან.

"ჩვენ გვყავს პორტირებული მერი. სამსახურის გარეშე დავრჩით ის ხალხი, რომლებიც დაარსების დღიდან კოალიციას მხარს ვუჭერდით. პრემიერი დაინტერესდეს ზესტაფონში არსებული მდგომარეობით, დაინტერესდეს მერის საქმიანობით,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულებმა სამსახურში დაბრუნების მიზნით სასამართლოს მიმართეს. ამ დროისათვის სასამართლოში 22-ზე მეტი საქმეა შესული. 4 საქმე სასამართლომ უკვე განიხილა და მერიას გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენა დაავალა. მერიამ სამი სამსახურში აღადგინა, ერთს კი დაბრუნებაზე უარი უთხრა. ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებული 29 პირის ინტერესებს ადვოკატი კახაბერ შავგულიძე იცავს. გათავისუფლებულთა მსგავსად, პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს უფლებადამცველიც.

ბრალდებებთან დაკავშირებით ზესტაფონის მერიაში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.


ნანახია: 1457-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული მოთხოვნით ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულთა ნაწილი შეიკრიბა.
ზესტაფონში, მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ზესტაფონის მერობის კანდიდატს კახაბერ მახათაძეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
ზესტაფონის მერიაში ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ზესტაფონის მერიის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ მერი მუნიციპალიტეტის საზიანოდ მოქმედებს და თანამდებობა უნდა
აქციის მონაწილე საფეხბურტო კლუბის მხარდამჭერები ზესტაფონის გამგეობას კლუბის დაფინანსებას სთხოვდნენ.

ამინდი