Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კინოთეატრ 'საქართველოში' ქუთაისელი მსახიობის მიერ, ამერიკული ფილმისთვის შექმნილი კლიპების პრეზენტაცია გაიმართება

თარიღი : 12-04-2018, 20:38 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, ანონსი   
topnews.com.ge
15 აპრილს, 14:00 საათზე კინოთეატრ “საქართველოში“ ქუთაისელი მსახიობის ლელა ლომთაძის მიერ, ამერიკული ფილმისთვის შექმნილი მუსიკალური კლიპების პრეზენტაცია გაიმართება.

სიმღერები, რომლის საფუძველზეც კლიპები შეიქმნა, ლელა ლომთაძის მიერ არის დაწერილი ამერიკული ფილმისთვის- “Spies Incorporated: Night at the Lorenzo”. სურათის რეჟისორი გახლავთ ჯენე რობინსონი. ფილმის პრემიერა 2017 წლის 30 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შედგა. უახლოეს მომავალში ფილმი წარდგენილი იქნება რამდენიმე კინოფესტივალზე, მათ შორის ნიუ იორკში ფესტივალზე სახელწოდებით „Tribeca“ და ლონდონში ფესტივალზე “Discover Film Awards“.

ლელა ლომთაძე თითქმის 20 წელია მოღვაწეობს ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, როგორც მსახიობი. პარალელურად ის აქტიურად არის ჩართული ქალაქის მუსიკალურ ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ლელა ლომთაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც 90-იანი წლების ქუთაისური როკის ლეგენდა შექმნა. სხვადასხვა დროს ის უკრავდა პოპულარულ მუსიკალურ ჯგუფებში „ალკო“, „LZIJ”.

ამ პროექტში ასევე შედგება ლელა ლომთაძის, როგორც სცენარისტის პრეზენტაციაც, რადგან თუ ერთი კლიპი შექმნილია ფილმის ფრაგმენტებზე დაყრდნობით, მეორე კლიპისთვის ორიგინალური სცენარი თავად ლელამ დაწერა.

15 აპრილს კლიპების პრეზენტაციის ორგანიზატორია ქუთაისის მერია, მხარდამჭერი კი კინოთეატრი „საქართველო“.


ნანახია: 416-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის პრემიერა 10,11,12,13 და 18 თებერვალს გაიმართება.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძის შემოქმედებითი საღამო
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი 4 აპრილს, 18 საათზე წარმოგიდგენთ რევაზ
ამერიკის დღეების ფარგლებში ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.
23 იანვარს, 17:00 საათზე, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
მომღერალი ნუკრი კაპანაძე მსმენელის წინაშე წარსდგება სრულიად ახალი რეპერტუარით და სრულიად ახალ ამპლუაში.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ბაღდათის ერთ-ერთი სოფლის (სოფლის სახელს სააგენტო შეგნებულად არ ასახელებს)
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ამინდი