Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სესხი შესაძლოა, შემოსავლების დადასტურების გარეშე აღარ გაიცეს - ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორს

თარიღი : 12-04-2018, 20:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასაბანკო სექტორისთვის შესაძლოა, ახალი რეგულაციები ამოქმედდეს. კერძოდ, ერთ-ერთი რეგულაციით, არასაბანკო სექტორი ფიზიკურ პირებზე სესხებს შემოსავლების დაუდასტურებლად ვეღარ გასცემს.

აღნიშნულ რეგულაციას გულისხმობს დოკუმენტი, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს. კერძოდ, საუბარია, „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოზე“, რომლითაც სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტები უნდა განისაზღვროს და განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, რათა ეს შეზღუდვები არასაბანკო სექტორზეც ეფექტურად გავრცელდეს.

სებ-ში ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს.

რეგულაციას მიესალმება არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ბერძენაძე, რომელიც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება დროული და აუცილებელია.

„საკმაოდ კარგი ინიციატივაა, რადგან ფაქტია, რომ შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა არ შეიძლება. თავად კომპანიებიც დაინტერესებული ვართ, რომ სესხის აღების შემდეგ მოქალაქე გადახდისუუნარო არ გახდეს. თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად მზად იქნება მოსახლეობა ამ ცვლილებისთვის და რას იზამენ ის ადამიანები, რომელთაც არ აქვთ დადასტურებული შემოსავალი და ყოველდღიურად იღებენ სხვადასხვა სესხს. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა ტიპის სესხებზე იქნება აღნიშნული მოთხოვნა,“-აღნიშნავს ბერძენაძე.

bpn.ge


ნანახია: 647-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არასაბანკო დაწესებულებების შემცირების შემთხვევაში, შესაძლოა, ბანკებმა მსესხებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეძლონ.
თუ პირის ყოველთვიური შემოსავალია 1000 ლარი, მის მიერ სესხის დაფარვისას ყოველთვიური შენატანი არ უნდა აღემატებოდეს 350 ლარს.
ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემისას სესხის დაფარვის გრაფიკი ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ მოქალაქე მისი პირადი შემოსავლის 30%-ზე
კერძოდ, სამუშაო დოკუმენტის თანახმად დაუშვებელი იქნება ისეთი სესხის გაცემა, რომელზეც მსესხებელი მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის,
2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა
სესხის მომსახურების კოეფიციენტი მსესხებლის შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.
მსახიობი, რიგით მე-5 პრეზიდენტს სთხოვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება პარლამენტის თბილისში გადატანასთან დაკავშირებით, უკან იყოს გაწვეული და
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციაში ისეთი ცნობილი კურორტებია გაწევრიანებული, როგორიცაა: ვიში (საფრანგეთი) ბადენ ბადენი, ვისბადენი, ჰომბურგი
ტენდერში, რომელიც დღეს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 24 დეკემბერს იწყება და 26 დეკემბრის ჩათვლით სრულდება.

ამინდი