Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, დედამთილზე და მულზე მოძალადე რძლის წინააღმდეგ პოლიციამ გამოიძიება დაიწყო

თარიღი : 12-04-2018, 12:14 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
ქუთაისში, რძლის მიერ საკუთარი სახლიდან გამოშვებული დედა-შვილი თავს საავადმყოფოს შენობას აფარებს.

79 წლის ჟენია ლაგვილავა და 40 წლის მანანა ლაგვილავა საკუთარი სახლიდან რამდენიმე დღის წინ გამოასახლეს. მანანა ლაგვილავა ყვება, რომ ის და დედა წლების განმავლობაში საზღვარგარეთ მუშაობდნენ, ნამუშევარ ფულს საქართველოში აგზავნიდნენ, მათი ფულით რძალმა ბინა იყიდა, ხოლო ბინის გადაფორმების შემდეგ, რძალს და დედამთილს სახლიდან წასვლა მოთხოვა.

"კარგად იცით, რომ ქვეყნის დატოვება და საზღვარგარეთ მუშაობა მარტივი არ არის. იმისთვის ვიშრომეთ, რომ საქართველოში დაბრუნებულებს ნორმალურად გვეცხოვრა. შვიძინეთ ბინა და გავარემონტეთ. როდესაც ჩემი ძმა გარდაიცვალა, რძალმა გვითხრა, ვის უნდა მულთან და დედამთილთან ცხოვრებაო. როდესაც ჩვენგან ფარულად ბინა ჩემი ძმიშვილის სახელზე გადააფორმა, სახლის დატოვება მოგვთხოვა. დედაჩემი საჭმელზე გავიყვანე ერთი საათით და უკან რომ დავბრუნდი, სახლი დაკეტილი დამხვდა. ჩვენი ნივთები პოლიციამ გამოიტანა. ინსულინნდამოკიდებული, დიაბეტიანი ქალი სასიკვდილოდ გაწირა, რადგან ინსულინის გაკეთება დედაჩემისთვის მხოლოდ შუაღამისას შევძელი. ამდენი ხანი ვუთმენდი, მშვიდად ვიყვით. გაზი გაგვითიშა, რომ საჭმელი არ გაგვეკთებინა. საჭმელს ჩვენს ოთახში, კომოდზე ვჭამდით. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, ამდენს როგორ უთმენო. გვინდა, რომ სამართალმა გაიმარჯვოს და ჩვენს სახლში დავბრუნდეთ. ჩვენ არ ვაპირებთ სახლიდან მის გაგდებას მისგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ ბინა ჩვენი ნაყიდია," -ამბობს მანანა ლაგვილავა.

დედა-შვილის გამოსახლების ფაქტს უკანონოს უწოდებს იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტი ლევან ჭელიძე. მისი თქმით, ამ დროისათვის საქმეც სასამართლოშია და დავაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

მულისა და დედამთილის მიმართ ძალადობაზე გამოძიებას ქალაქის პოლიციის სამმართველოს მესამე განყოფილება ახორციელებს.


ნანახია: 1428-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მანანა და ჟენია ლაგვილავები ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არსებული სახლიდან 5 აპრილს გამოასახლეს. გამოსახლების პროცესში
ქუთაისის საქალაქო სასამართლო ოჯახურ დავას განიხილავს. საქმე ოჯახის წევრებს შორის ქონებასთან დაკავშირებულ დავას ეხება.
ქალბატონი აცხადებს, რომ ის მის კუთვნილ ბინას არ დათმობს.
ოჯახის წევრების გამოსახლების მსურველი ბებია კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ის ოჯახის წევრებს ვერ
საუბარია, ქუთაისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლზე.
ქუთაისში მცხოვრები თამარ ღიბრაძე შვილთან ერთად თავშესაფარს ეძებს.
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, არც ერთი გარემოვაჭრე არ რჩება შეთავაზების გარეშე. მისივე თქმით, ყველა მათგანს ალტერნატიულ სამუშაო ფართს
აქციის მონაწილეების თქმით, გარევაჭრობა მათთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა, ამიტომ მოითხოვენ ადგილის გამოყოფას, სადაც ვაჭრობას შეძლებენ.

ამინდი