Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"რაღაც რეგულაციები დაუწესონ ამ მარშუტკებს, სადაც უნდათ, იქ აჩერებენ. დაფრინავენ გიჟებივით, აგინებენ ერთმანეთს და ტენიან ხალხს ტრანსპორტში"

თარიღი : 11-04-2018, 13:03 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მოქალაქეები ქალაქის მერიის მხრიდან სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის რეგულაციების დაწესებას ითხოვენ. როგორც ქუთაისის მკვიდრები ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებენ, ქალაქში, დადგენილი მარშუტით მოძრავი მიკროავტობუსები ხშირად სიჩქარის გადაჭარბებით დადიან და ისეთ ადგილებში აჩერებენ, სადაც მოძრაობის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

"გასულ კვირას, ავტოქარხანაში, ჩემს სახლთან ახლოს მოხდა ავარია. გზაჯვარედინთან ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, რადგან სამგზავრო მარშუტკა ზედ გზაჯვარედინთან იყო გაჩერებული და მეორე მძღოლმა გამომავალი მანქანა ვერ დაინახა. ძალიან გთხოვთ, გამოაქვეყნეთ ეს ამბავი და რაღაც რეგულაციები დაუწესონ ამ მარშუტკებს, სადაც უნდათ, იქ აჩერებენ. დაფრინავენ გიჟებივით, აგინებენ ერთმანეთს და ტენიან ხალხს ტრანსპორტში," - ამბობს ქუთაისის მკვიდრი ირმა გუბელაძე.

მოქალაქეები იმასაც აცხადებენ, რომ კარგი იქნება, თუ ქალაქის მერია საქალაქო ხაზებზე ავტობუსებს გამოიყვანს.

მერიის ზედამხედველობის სამსხურში განაცხადეს, რომ სანებართვო პირობების დაცვის საკითხზე გადამზიდავებთან საუბარი მათ უკვე ჰქონდათ.

"ჩვენ შევკრიბეთ გადამზიდავები და ვთხოვეთ, რომ დაიცვან სანებართვო პირობები და გაჩერება მოხდეს მხოლოდ გაჩერების ადგილას. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოქალაქეები მოითხოვენ კონკრეტულ ადგილას გაჩერებას და თუ მძღოლი არ გაუჩერებს, ადგილი აქვს ინცინდენტს და შეურაცხყოფებს. ამიტომ, მძღოლებთან ერთად, ჩვენ მოქალაქეებსაც ვთხოვთ, რომ მხოლოდ გაჩერებების ადგილებზე გააჩერებინონ მძღოლს. გადამზიდავები მკაცრად გაკონტროლდებიან ამ კუთხით," - ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია.

ჯავახიას თქმით, სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევასი, გადამზიდავს ჯერ აფრთხილებენ, ხოლო შემდეგ ჯარიმას უწერენ. ჯარიმის მოცულობა 100 ლარია.


ნანახია: 829-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ტროტუარზე ავტომობილების დგომაზე ზედამხედველობას ახორციელებს.
საქართველოში ავტოსადგურების სერტიფიცირება და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების შემოღება მოხდება. ა
გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის მოქალაქეები.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს განუცხადეს, შემთხვევა ისტორიის გაკვეთილზე მოხდა.
ტრანსპორტის მიერ მუშაობის ნაადრევად შეწყვეტის გამო, ამსახურიდან სახლში დაბრუნება ზოგიერთ მათგანს ფეხით უწევს.
როგორც ირკვევა, კონდინციონერი, რომელიც ზახფულის ცხელ დღეებთან გასამკლავებლად ერთ-ერთ საშუალებად განიხილება, ქუთაისში მოძრავ
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ამინდი