Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გამოფენა და საჩუქრები-'კლინიკა ბომონდი' პატარებს კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს

თარიღი : 11-04-2018, 11:38 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „კლინიკა ბომონდი“-ს პედიატრიული დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს პატარებისთვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პედიატრიული დეპარტამენტის პაციენტებს.

კონკურსის პირობები შემდეგია:

უნდა გამოაგზავნოთ „კლინიკა ბომონდი“-ს პედიატრიულ დეპარტამენტში გადაღებული პატარების სახალისო და ორიგინალური ფოტო კლინიკის ფოსტაზე:clinic.beaumonde@gmail.com;

ფოტოს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია ბავშვის სახელის, გვარის და ასაკის შესახებ;

გამოგზავნილი ფოტო აიტვირთება „კლინიკა ბომონდი“-ს ოფიციალურ გვერდზე;

გამარჯვებულად ის კონკურსანტი ჩაითვლება, რომლის ფოტოსაც სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი გაზიარება და მოწონება ექნება.

„პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს კლინიკისგან გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები. ხოლო კონკურსის პერიოდში შემოსული ფოტოებით პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კლინიკის ფოიეში გამოფენა მოეწყობა. „კლინიკა ბომონდი“ პაციენტების მეგობარია და სურვილი გვაქვს, ეს მეგობრობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს,“ - აცხადებენ „კლინიკა ბომონდში“.

მეორე წელია, რაც კლინიკა "ბომონდში" პედიატრიული დეპარტამენტი ფუნქციონირებს. დეპარტამენტის პოლიკლინიკაში საყოველთაო დაზღვევით, პაციენტებს შეუძლიათ ისეთი სამედიცინო მომსახურებების მიღება, როგორიცაა: აცრები, პედიატრის კონსულტაცია, ნევროლოგის კონსულტაცია. დეპარტამენტში ასევე არის პედიატრიული სტაციონარი, სადაც მორიგე პედიატრის მიერ პაციენტებზე მეთვალყურეობა 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. კლინიკა "ბომონდი"-ს პედიატრიულ დეპარტამენტში ხორციელდება ინფუზიური თერაპია (გადასხმა), რომელსაც ასევე სახელმწიფო აფინანსებს.

"ბომონდი"-ს პედიატრიულ დეპარტამენტს პედიატრი თინათინ კუბლაშვილი ხელმძღვანელობს.


ნანახია: 572-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რა სახის ინფექციები არსებობს და როგორ უნდა შევძლოთ მათთან გამკლავება, - აღნიშნულ საკითხებზე კლინიკა 'ბომონდი'-ს პედიატრიული
უფასო კონსულტაცია წინასწარ ჩაწერით განხორციელდება.
კლინიკის მედიკოსები სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ადგილზე მოახდენენ მოქალაქეთა გასინჯვას და მათთვის კონსულტაციის გაწევას.
კლინიკა 'ბომონდი' ახალბედა მშობლებს დახმარებას სთავაზობს.
აქციის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იყო ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, როგორიცაა: მუცლის ღრუს ექოსკოპია,
ელისაშვილის თქმით, ქუთაისში ხალხმა მასობრივად აქციები, რომ გამართოს მხარისა და ქალაქის პირველი პირები იძულებულები იქნებიან, რომ მოსახლოებას 24 საათიანი წყალი
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი