Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია რეაბილიტირებული ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს

თარიღი : 11-04-2018, 10:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია ქალაქში, ცენტრალურ ნაწილში არსებული ვარლამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. ადგილობრივი ხელისუფლების გეგმა ვარლამიშვილის ქუჩაზე დეკორატიული ფილების აყრას და ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს. მერიის გათვლებით, ვარლამიშვილზე დეკორატიული ფილების აღება დაახლოებით 500 კვ. მ.-მდე ფართობზე უნდა მოხდეს.

აღნიშნული გადაწყვეტილებისათვის ქალაქის ხელისუფლებას საკრებულოს წევრი, „ევროპული საქართველო“-ს წარმომადგენელი მერაბ მეშველიანი აკრიტიკებს.

„ვარლამიშვილის ქუჩა რეაბილიტირებულ ქუჩებს მიეკუთვნება. იმის ნაცვლად, რომ მერიამ ქუთაისში, მძიმე მდგომარეობაში არსებულ ქუჩებს მიხედოს, უკვე გაკეთებულ ქუჩაზე აპირებს ფილების აყრას. თუ დაზიანებულია, ადგნენ და გააკეთონ. ეს არის მერიის უპრეცენდენტო პროექტი,“ - ამბობს მერაბ მეშველიანი.

აღნიშნულს მერიაში ტურისტებისათვის პირობების შექმნის სურვილით ხსნიან. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვარლამიშვილის ქუჩაზე დეკორატიული ფილები დაზიანებულია და მათი აყრის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს.


ნანახია: 1007-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მესხიშვილის თეატრის უკანა ტერიტორიის რეკონსტრუქცია დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოხდება დაზიანებული კედლების აღდგენა და მოპირკეთება, რის შემდეგაც ფასადები მაღალხარისხიანი
შეგახსენებთ, რომ იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა რეგიონის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
ამ ეტაპზე გამოცხადებულია კონკურსი პროექტირებაზე, ხოლო გამარჯვებული კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ელისაშვილის თქმით, ქუთაისში ხალხმა მასობრივად აქციები, რომ გამართოს მხარისა და ქალაქის პირველი პირები იძულებულები იქნებიან, რომ მოსახლოებას 24 საათიანი წყალი
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი