Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჯორჯიან მანგანეზი' ზესტაფონის და ჭიათურის სკოლების მოსწავლეებისათვის ოლიმპიადას იწყებს

თარიღი : 10-04-2018, 11:11 | კატეგორია: ახალი ამბები   
„ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურასა და ზესტაფონში ყოველწლიურ სასკოლო ოლიმპიადას იწყებს. „ეკოლოგიკა“-ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ინტელექტუალურ-გასართობი და ეკოლოგიური შინაარსისაა. პროექტი ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების 76 სკოლას აერთიანებს.

პროექტის გახსნითი ღონისძიება 15 აპრილს გაიმართება, თავად პროექტი კი 15 ივნისამდე გაგრძელდება.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, სკოლები ერთმანეთს სამ მიმართულებაში შეეჯიბრებიან:

პირველი ეტაპზე – ინტელექტუალურ თამაშში მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო საგნების შესახებ კითხვებს უნდა უპასუხონ; მეორე ეტაპი სათავგადასავლო ტურნირს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, კონკრეტული ეკოლოგიური პროექტის თემის ამსახველი სლოგანის მოსაპოვებლად, სახალისო შეჯიბრი გაიმართება; ხოლო, მესამე ეტაპი სწრაფ, ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს – მოსწავლეებმა მხატვრულ ნაწარმოებებში სწრაფად უნდა აღმოაჩინონ შეცდომები და დაასახელონ ისინი.

„პროექტში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სპეციალური გასაღები, რომლის საშუალებითაც ის სკივრში ჩადებულ სლოგანს მოიპოვებს. ეს სლოგანები რეგიონებისთვის განკუთვნილ ეკოლოგიური პროექტების დავალებებს აერთიანებს (მოცემულია სახელწოდებების სახით). ფინალურ შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა მიეცემათ, ეკოლოგიურ თემებზე კონკრეტული პროექტები საკუთარი ხედვით წარმოადგინონ, რასაც, პროექტის სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ, „ჯორჯიან მანგანეზი“ რეგიონებში გამარჯვებული მოსწავლეების ჩართულობით განახორციელებს. პროექტი შემეცნებითი, მასშტაბური და ინტერაქტიულია და ის მოსწავლეების განვითარებასა და მათთვის მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. ამის გარდა, ეს არის სოციალურად უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული და ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას ორი რაიონის ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში“, -აღნიშნავენ ორგანიზატორები.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ გამარჯვებული მონაწილეებისთვის ფასიან საჩუქრებს დააწესებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიები, ასევე, მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.


ნანახია: 127-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი 'ჯორჯიან მანგანეზმა' 50 ათასი ლარით დააფინანსა და გამარჯვებულ სკოლებს კომპანია საჭიროებისამებრ შეუძენს ინვენტარს ან
პროექტის: 'ვსწავლობთ ხალისით'-ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა 'ჯორჯიან მანგანეზის' თასისთვის' 2017 წლის სეზონი დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა კულტურის სახლიდან მსვლელობით და შეძახილებით 'სოლიდარობა მუშებს' 'ჯორჯიან მანგანეზი'-ს ადმინისტრაციის
"დანაშაულებრივად მოქმედი ათობით კომპანია ბოლო პერიოდი აქტიურად, დიდი მოცულობებით ახდენენ ლიცენზიით დათქმული ტერიტორიების მიღმა
ჭიათურაში სოფლების- შუქრუთის და ითხვისის მაცხოვრებლებმა მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს.
რეკულტივაციის ამ ეტაპისათვის გეზრულის სკოლის მოსწავლეებმა 3000 ძირი ნერგი დარგეს (წაბლი, წიფელი, რცხილა, მურყანი, ვერხვი),
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
კოტისკლდის კარსტული მღვიმე, სადაც საინტერესო წარდგინებები შედგა, ჭიათურის სოფელ სვერის მახლობლად მდებარეობს. ობიექტი იმით არის საინტერესო, რომ რომ მის
იმის გარდა, რომ დახმარება შეუწყდათ, ზაკალაშვილების ოჯახს ისიც აწუხებს, რომ საცხოვრებელი არ აქვთ.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ განცხადებას, რომელიც სააგენტოს კვალიაშვილის ახლობლებმა მიაწოდეს.

ამინდი