Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქრისტე აღდგა თუ აღსდგა?- რომელია სწორი?

თარიღი : 9-04-2018, 16:46 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
ღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მორწმუნენი ერთმანეთს ესალმებიან შემდეგნაირად: ქრისტე აღსდგა/აღდგა! ჭეშმარიტად აღსდგა/აღდგა!. ამ ფორმებზე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ რომელი არის სწორი ფორმა, ქრისტე აღსდგა! თუ ქრისტე აღდგა!?. ქრისტე აღსდგა თუ აღდგა თუ ამ საკითხს გრამატიკულად შევხედავთ, აშკარაა, რომ სწორი ფორმა არის აღდგა, რადგან ეს ზმნა არის ერთპირიანი, ეწყობა მხოლოდ მესამე სუბიექტური პირი, მხოლოობით რიცხვში და შესაბამისი სუბიექტური პირის ნიშანი -ა ზმნაში უკვე ასახულია.

უნდა აღინიშნოს, რომ აღსდგა – ფორმაში ნიშანი -ს- რეალურად არის მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანი (პირის ნიშანი -ს მესამე ირიბი ობიექტის ნიშნად გვხვდება ცხრა თანხმოვნის წინ: დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ) რომელიც ერთპირიან ზმნას არ ეწყობა.

აღსანიშნავია, რომ აღდგა ფორმას ვხვდებით მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებაშიც. "სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ" (მათეს სახარება -ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, თავი-28, 7).

"მან უთხრა მათ: "ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა ადგილი, სადაც ის დაასვენეს" (მარკოზის სახარება, იესოს მკვდრეთით აღდგომა, თავი-16, 6 ).
"არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო" (ლუკას სახარება, აღდგომა. თავი-24. 6-7).

ამ ორი ფორმის –აღდგა/აღსდგას შესახებ უნდა ითქვას, რომ აღდგა არის გრამატიკულად სწორი ფორმა, ხოლო აღსდგა კი – ტრადიციული ფორმა. სწორედ ასეა ეს ფორმები განმარტებული სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონში, "აღდგება; აღდგა [დ ა ა რ ა აღსდგება, აღსდგა],
მ ა გ რ ა მ: ქრისტე აღსდგა (ტ რ ა დ ი ც.) ".

როგორც "ამბიონთან" საუბარში აღნიშნა პროფესორმა შუქია აფრიდონიძემ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), "ზმნის ფორმა აღდგა არ საჭიროებს –ს– პირის ნიშანს. სხვა (არა მაინცდამაინც რელიგიურ) კონტექსტში რომ გვეხმარა ეს სიტყვა (მაგ., ისევ აღდგა ძველი ტრადიცია), ცხადია, -ს- ნიშნის უხმარებლობა არც იქნებოდა საკამათო.

რაც შეეხება ფორმულას "ქრისტე აღსდგა", არავითარი სხვა გამართლება, თუ არა მისი ხმარების ხანგრძლივი საეკლესიო ტრადიცია და მისი თანმხლები კოლორიტი, არა აქვს. ამდენად, რჩება მხოლოდ მორწმუნის სუბიექტური არჩევანის საკითხი".

marao.ge


ნანახია: 598-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ელექტროტრანსფორმატორის დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ტყიბულის ტელეანძას, რამაც სატელევიზიო არხების გათიშვა
ტურის ღირებულება შეადგენს 1400$-ს ერთი კვირა სრული პაკეტით.
მდინარე ჩხარას ადიდების გამო საგზაო მონაკვეთი ორი დღის წინ, უკვე მეორედ დაზიანდა.
ავიარეისების შეჩერებასა და მგზავრების უკმაყოფილებასთნ დაკავშირებით განცხადება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა
სააგენტო მუშაობას სრული დატვირთვით განაახლებს 2017 წლის 18 აპრილს.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდებოდა.
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, არც ერთი გარემოვაჭრე არ რჩება შეთავაზების გარეშე. მისივე თქმით, ყველა მათგანს ალტერნატიულ სამუშაო ფართს
აქციის მონაწილეების თქმით, გარევაჭრობა მათთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა, ამიტომ მოითხოვენ ადგილის გამოყოფას, სადაც ვაჭრობას შეძლებენ.

ამინდი