Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქვაყუნტია' და მიწაძიგძიგას ტბა-ის, რაც ჭიათურის სოფელ ხრეითში უნდა მოინახულოთ

თარიღი : 5-04-2018, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში მოლაშქრეებმა მოქანავე ლოდი "ქვაყუნტია“ და მიწაძიგძიგას ტბა დალაშქრეს. მოგზაურებმა მოინახულეს ხრეითის მთამსვლელ ჯაფარიძეთა სახლ-მუზეუმი. მიწაძიგძიგას ტბაში მოეწყო გასაბერი ნავებით მოგზაურობა. აგრეთვე სოფელ ხრეითის ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში მოხდა ტერაპლანით დაშვება.

სოფელ ხრეითის ტერიტორიაზე, ცენტრიდან 6 კმ-ის მოშორებით, ზღვის დონიდან 1280 მეტრზე მდებარეობს გამორჩეული ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლი - მოქანავე ლოდი, რომელსაც ადგილობრივები "ქვაყუნტიას" უწოდებენ. მისი ზედაპირი და ლოდის ქვედა ნაწილი დროთა განმავლობაში გამდინარე წყალს გამოურეცხავს. ლოდი დაახლოებით 7-8 ტონას იწონის, მისი სიმაღლე 1,5 მ, სიგანე 2 მეტრი, ხოლო სიგანე 3 მ-ს აღწევს. ბუნების ეს საოცრება განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს იმით, რომ მის ერთ-ერთ წიბოზე ხელის ოდნავი დაწოლით ქვის ეს ვეება მასა ქანაობას იწყებს და კაკუნის ხმას გამოსცემს. მას ოთხი საყრდენი წერტილი აქვს, რომელთაგან ერთი ყოველთვის ჰაერშია, რაც ლოდის მოძრაობას იწვევს. მოქანავე ლოდის უნიკალურ თავისებურებას განსაზღვრავს მისი შემადგენლობა (კირქვა) და ისიც, რომ იგი დაკარსტულ მასივზე მდებარეობს. მანძილი თბილისიდან - 200 კმ, ჭიათურიდან - 22 კმ, ქუთაისიდან - 92 კმ.

სალაშქრო ტურისტულ მარშრუტში მონაწილეობდნენ ჭიათურის მთამსვლელთა, მეკლდეურთა და სპელეოლოგთა კლუბი ,,კარიანი კლდე“, სოფელ ხრეითის მოსწავლეთა მხარეთმცოდნეობის კლუბი. ქალაქ თბილისიდან ხრეითს სტუმრობდნენ მოლაშქრეთა კლუბი ,,მწვანე ზებრა“, მოგზაურთა კლუბი ,,გეოხედი“, ხოლო ქალაქი ქუთაისიდან ტერაპლაინის მოსაწყობად სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია. მოგზაურობას ორგანიზება გაუკეთა ჭიათურის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა ,,აღმოაჩინე ჭიათურამ“, საორგანიზაციო საქმეებში აქტიურად ჩართული იყო სოფელ ხრეითის მოსახლეობა და ხრეითის თემის წარმომადგენლები ჭიათურის თვითმართველობაში.


ნანახია: 2386-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გზის აღსადგენად სამუშაოები ადგილის შესწავლის შემდეგ დაიწყება.
შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანაკები ოფიციალურად გაიშალა.
აქციის ფარგლებში სოფელ ხრეითში 7 ათასამდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
რიგით ოცდამეცხრე, ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცნობილი მთამსვლელების
ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ სოფელ ხრეითში განაცხადა, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ააიპ ქუთგანათების სერვისის ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქში არსებულ რვავე უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები დამონტაჟდება.

ამინდი