Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მითები და რეალობა დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე-ინტერვიუ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან

თარიღი : 21-03-2018, 15:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
ახალი ამბების სააგენტო TOPNEWS.COM.GE გთავაზობთ ინტერვიუს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ირაკლი შენგელიასთან, რომელიც პროფესიით ექიმია.
სააგენტო უერთდება ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილ კამპანიას და ინტერვიუში საუბარი იქნებაა დაუნის სინდრომის ირგვლივ გავრცელებულ მითებზე.

-პირველ რიგში დავიწყოთ იქედან, თუ რა არის დაუნის სინდრომი.
-დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის ტრისომიით (ანომალია) გამოწვეული გენეტიკური მდგომარეობაა, რომელიც ადამიანებში იწვევს ინტელექტუალურ შეზღუდულობას. დაუნის სინდრომი გვხვდება მსოფლიოს ყველა რეგიონში და მისი გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

-მითია თუ რეალობა ის ფაქტი, რომ დაუნის სინდრომი იშვიათი დაავადებაა?
-მითები რეალობისგან ძალიან განსხვავდება. ისევე როგორც ეს კონკრეთულიც. ის, რომ თითქოს დაუნის სინდრომი იშვიათი დაავადებაა არის მითი. რეალობაში კი ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული აბერაციაა.

-ამბობენ, რომ დაუნის სინდრომი გენეტიკურია და რომ დაუნის სინდრომის მქონე პირებს არ გააჩნიათ ახლო ურთიერთობის დამყარების უნარი.

- ესეც მითია და იგი არც მემკვიდრეობით გადადის. 99 პროცენტის შემთხვევაში დაუნის სინდრომი არ ატარებს გენეტიკურ ხასიათს. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ მეგობრობის, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და სოციალიზაციის სხვა უნარები. მათი ნაწილი ქმნის ოჯახს ან აგრძელებს პარტნიორულ თანაცხოვრებას მოზრდილ ასაკში - აი ეს არის რეალობა.

- მითია თუ რეალობა რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მნიშვნელოვანი ინტელექტუალური შეფერხება აქვთ?
- დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უმეტესობას აქვს მსუბუქიდან საშუალო ხარისხის ინტელექტუალური განვითარების შეფერხება, რაც განაპირობებს აბსტრაქტული აზროვნებისა და განზოგადების სიძნელეებს, სწავლის ნელ ტემპს, თუმცა არ გამორიცხავს განვითარების, ახალი უნარების და ასწავლის, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ფუნქციონირების შესაძლებლობებს.

- რას იტყვით სპეციალურ სკოლებზე, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები უნდა სწავლობდნენ თუ არა მხოლოდ სპეციალურ სკოლაში?

- თუ ამ კითვასაც „მითია თუ რელობა“ შინაარსი აქვს, მაშინ გეტყვით, რომ ეს შეხედულებაც მითია. დადგენილია ის, რომ ამ სინდრომის მატარებელი ბავშვები მეტად მგრძნობიარე არიან სოციუმთან, გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობით და და განსაკუთრებუყლად უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა. საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამის არსებობის შემთხვევაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ჩართვა შესაძლებელია ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში. ეს რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანომდებლობითა და ეროვნული სასწავლო გეგმით. ასევე მითი არის, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირეა.

-და ბოლოს, რატომ აღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 21 მარტს?

- 21 იმ ქრომოსომის რიგითი ნომერია, რომელთანაც დაუნის სინდრომია დაკავშირებული; მესამე თვე კი იმის მანიშნებელია, რომ ქრომოსომა 2-ის ნაცვლად 3 ცალია - აქედან გამომდინარე მივიღეთ 21 მარტი. აქვე მინდა აღვიშნო, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მოზრდილები საკუთარი ოჯახებისა და თემის ღირებულ წევრებს წარმოადგენენ. ამ ადამიანებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავიანთი წვლილი შეაქვთ. ვისურვებდი ყველა ის მითი, რაც რეალობისგან შორს არის დამსხვრეულიყოს. მე ვუერთდები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.

ცნობისთვის, დაუნის სინდრომი პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა. მან 1866 წელს ინგლისში გამოაქვეყნა ესსე, სადაც აღწერა იმ ბავშვების ჯგუფი, რომლებიც საერთო ნიშნით გამოირჩეოდნენ დანარჩენებისაგან.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის დაწესება გამოწვეულია დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებითა და სტერეოტიპებით მთელს მსოფლიოში.


ნანახია: 907-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცნობისთვის, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2012 წლიდან აღინიშნება.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დაუნის სინდრომის მქონე 50 ბავშვი გუბერნიაში მიიღო. მათ გუბერნატორისგან საჩუქრები მიიღეს და
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე 21 მარტს აღინიშნება.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, მოადგილემ ბექა ყანჩელმა და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე მომღერალი სტუდენტები და პოეტი ახალგაზრდები
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ააიპ ქუთგანათების სერვისის ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქში არსებულ რვავე უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები დამონტაჟდება.

ამინდი