Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

Pet Stop ქუთაისში-ადგილი, სადაც ყველაფერი იციან თქვენი შინაური ცხოველების შესახებ

თარიღი : 15-03-2018, 21:18 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
Pet Stop-ასეთია იმ დაწესებულების სახელწოდება, რომელიც ქუთაისში, აღმაშენებლის 106 ნომერში გაიხსნა. ადგილზე შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ცხოველთა მოვლის თუ კვების საშუალებები, ისე მიიღოთ რჩევები შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის კუთხით. Pet Stop-ის დახმარებით ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი ჯიშის ძაღლის შეძენა.

„ამ დრომდე ქუთაისში არ არსებობდა ადგილი, სადაც შინაური ცხოველისთვის სწორად შეგირჩევდნენ საკვებს ან კიდევ მოგცემდნენ რჩევებს თუ როგორ უნდა მოვუაროთ შინაურ ცხოველებს. ჩვენთან ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი ცხოველთა როგორც საკვების, ისე მოვლის საშუალებების და აქსესუარების შეძენა. მაღაზიაში იყიდება თუთიყუშები, ოთახის თევზები, რომელიც ერთ-ერთი კარგი საჩუქარია ცხოველთა მოყვარულებისთვის. გარდა ამისა, ადგილზე გვეყოლება ვეტერინარი, რომელიც შეძლებს როგორც ცხოველთა გასინჯვას, ისე ოპერაციების გაკეთებას,“ -ამბობს Pet Stop-ის ხელმძღვანელი კობა ხვადაგიანი.

აღმაშენებლის 106 ნომერში ასევე განთავსებულია ქუთაისის კინოლოგიური ორგანიზაცია. ორგანიზაცია ე.წ. ჯიშიანი ძაღლების აღწერას და მათ პოპულარიზაციას ემსახურება. ამ დროისათვის ქუთაისის კინოლოგიურ ორგანიზაციაში 70-მდე ძაღლია გაწევრიანებული. ორგანიზაცია აწყობს ძაღლების გამოფენას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

„ვისაც ჰყავს სახლში ცხოველი, თუმცა არ იცის რა საკვები სჭირდება მის შინაურ ცხოველს, რა სახის აცრები და სამედიცინო მომსახურების ჩატარებაა საჭირო და საერთოდაც, აინტერესებს როგორ მოუაროს მის შინაურ ცხოველს, შეუძლია უბრალოდ მოვიდეს ჩვენთან, აგვიხსნას მისი მდგომარეობა და Pet Stop-ის პროფესიონალები იზრუნებენ მის შინაურ ცხოველზე,“ - ამბობს კობა ხვადაგიანი.
https://s9.postimg.org/sthdjnscv/dzagliii.jpg
Pet Stop-ი სამომავლოდ აპირებს მოთხოვნიდან გამომდინარე, დაწესებულების სერვისები გაზარდოს. ორგანიზაციას ასევე აქვს ე.წ. მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარების გეგმაც, რომლის გაჟღერებას უახლოს პერიოდში გეგმავს.


ნანახია: 1951-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცხოველთა თავშესაფარში არსებულ ვითარებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია გაეცნო.
პატარები ადგილზე ძაღლების მოვლა–პატრონობის, ასევე მათვის სამედიცინო დახმარების გაწევის წესებს გაეცნენ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ადგილობრივ ხელისუფლებას მაწანწალა ძაღლების ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანისა და გამოკვებისაკენ
პატარებმა თავშესფარი დაათვალიერეს, შინაური ცხოველების მოვლა–პატრონობის წესებს გაეცნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
"სპეციალური სერვისები“ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას ეხმაურება და
„შეწყდეს სადიზმი ცხოველების მიმართ,“ - აღნიშნული სლოგანით დღეს, ცხოველთა უფლებების დაცვის ასოციაციამ ქუთაისის მერიასთან
ელისაშვილის თქმით, ქუთაისში ხალხმა მასობრივად აქციები, რომ გამართოს მხარისა და ქალაქის პირველი პირები იძულებულები იქნებიან, რომ მოსახლოებას 24 საათიანი წყალი
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი